ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.
1943 წელს ლა სკალის შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.
ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.