ლა-სანტისიმა-ტრინიდად-დე-პარანა (ესპ. La Santísima Trinidad de Paraná) — ისტორიული ძეგლი, იეზუიტების ბერმონაზონთა ორდენის მისიის ცენტრი პარაგვაიში. 1993 წელს მეორე მისიონერულ ცენტრ ხესუს-დე-ტავარანგესთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ეს მისია იყო XVII საუკუნეში ერთ-ერთი უმთავრესი სამხრეთ ამერიკაში. ლა-სანტისიმა-ტრინიდად-დე-პარანა დაარსდა 1706 წელს. 1768 წელს, ლათინური ამერიკიდან იაზუიტების გაძევების შემდეგ მისიის მნიშვნელობა დაეცა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში