ლახამი — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2598 მ სიმაღლეზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 60 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,10 მ³/წმ.
ლიტერატურა