ლაურა ჩინჩილია (ესპ. Laura Chinchilla Miranda; დ. 8 მაისი 1959, სან-ხოსე, კოსტა-რიკა) — კოსტა-რიკელი პოლიტიკოსი. ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი. კოსტა-რიკის პირველი ქალი პრეზიდენტი.
კარიერა
პოლიტიკური კარიერა 1990–იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ამ დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო იურიდიული ორგანიზაციის კონსულტანტად.
- 1994 - 1996 — საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე.
- 1996 - 1998 — საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი
- 2002 - 2006 — ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.
პრეზიდენტობა
2010 წლის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 46,7 % და კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა 8 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში