კუძიუ — ვულკანი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 1788 მ. მდებარეობს ლავურ პლატოზე, რომელიც აგებულია პლიოცენური, ქვედა- და შუა პლეისტოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და ანდეზიტებით. ფარისებრი მასივი გართულებულია გვიანდელი პლეისტოცენური კალდერით, სადაც მდებარეობს ორმაგი სტრატოვულკანი. კალდერის დიამეტრია 8-10 კმ, ფართობი 60 კმ², ირგვლივ 173 კმ² ფართობზე გავრცელებულია რქატყუარა ანდეზიტების პიროკლასტები. ვულკანური ფარის ფარგლებში რამდენიმე ათეული ვულკანია, რომლებიც ჯგუფებს ქმნიან. კუძიუს რაიონში ადგილი აქვს სოლფატარის აქტივობას. არის დიდი თვითნაბადი გოგირდის საბადო.
ლიტერატურა
- Апродов В.А. Вулканы. — Москва: "Мысль", 1982.