კუკუტა (ესპ. Cúcuta) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლუმბიაში, ვენესუელის საზღვართან, ბოგოტა-კარაკასის საავტომობილო გზაზე. ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 750 000 ადამიანს. რკინიგზით უკავშირდება ნავსადგურ ენკონტრადოს (ვენესუელა) მდინარე კატატუმბოზე. ქალაქში განვითარებულია ყავისა და თამბაქოს მრეწველობები. კუკუტის ჩრდილოეთით იღებენ ნავთობს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| |
|
|