კოტორის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი რეგიონი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მონტენეგროში. მოიცავს ქალაქ კოტორის ძველ ნაწილს, მის თავდაცვით ნაგებობებს და კოტორის უბის მიმდებარე რეგიონს.
ძველი ქალაქი კოტორი
ძველი ქალაქი კოტორი მოიცავს ქალაქის კედლების შიგნით მდებარე კარგად შემონახულ შუა საუკუნეების იერსახეს გამორჩეული ნაგებობებით, მათ შორის წმინდა ტრიფონის საკათედრო ტაძარს (აშენებულია 1166 წ). კოტორი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1979 წლის 15 აპრილის მიწისძვრის შედეგად, რის შემდეგაც იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა, მაგრამ 2003 წლის აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული სიიდან ამოიღეს.
თავდაცვითი ნაგებობები
კოტორის თავდაცვითი ნაგებობები მოიცავს სამხედრო ნაგებობების სისტემას, რომელიც შუა საუკუნეების ქალაქს იცავდა. ისინი შედგება ქალაქის კედლებისგან ჭიშკრებსა და ბასტიონებთან ერთად, წმინდა იოანეს ციხესიმაგრეს და სხვა დამხმარე ნაგებობებს. ზოგიერთი სტრუქტურა უფრო ძველია და რომაული და ბიზანტიური ეპოქებით თარიღდება, უმეტესობა კი ვენეციელთა მმართველობისასაა აღმართული. ზოგიერთი გვიანდელი სამუშაოები ავსტრიელებს ეკუთვნით.
კოტორის რეგიონი
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ერ რეგიონი მოიცავს კოტორის უბის შემოგარენში მდებარე მთებსა და პატარა ქალაქებს, მათ შორის აღსანიშნავია კოტორის დანამატები - რისანი და პერასტი. სიაში შედის ასევე წმინდა გიორგის კუნძული და ღვთისმშობლის კლდე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში