კოსოვო-პომორავის ოლქი (სერბ.Косовскопоморавски управни округ) — სერბეთის ავტონომიურ მხარე კოსოვოსა და მეტოხიის ერთ-ერთი ოლქი ხუთიდან (ფაქტობრივად კონტროლირდება ნახევრად აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ).
ოლქი მოიცავს 4 თემს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გნილანე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 217 726 ადამიანს. სიმჭიდროვე — 156.9 კაცი/კმ²-ზე. ფართობი — 1388 კმ².
კოსოვო-პომორავის ოლქი მოიცავს 4 თემს, რომლებიც აერთიანებს 184 დასახლებულ პუნქტს.