კონსეფსიონი (ესპ. Concepción) — ქალაქი ჩრდილოეთ პარაგვაიში, კონსეფსიონის დეპარტამენტის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე პარაგვაიზე.
ქალაქი 1787 წლის 25 მაისს ესპანელმა მმართველმა, აგუსტინ ფერნანდო დე პინდეომ დააარსა. მისი მიზანი ამ დროს ბრაზილიის ექსპანსიის შეჩერება და ადგილობრიბი ინდიელების კონტროლი იყო. ქალაქის ეკონომიკა ყვაოდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ცენტრი, ძირითადად გრან-ჩაკოსა და სამდინარო პორტის წყალობით. დაიწყო იმიგრანტთა გადმოსახლება იტალიიდან. 1909 წელს ქალაქი რკინიგზის სისტემას მიუერთდა.
კონსეფსიონი ასევე იყო 1947 წლის პარაგვაის სამოქალაქო ომის ცენტრი. ამჟამად წარმოადგენს კონსეფსიონის რომანულ-კათოლიკური ეპარქიის ცენტრს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ https://codigopostal.paraguay.gov.py/