„კომუნარის ჩიბუხი“ — 1929 წლის მუნჯი მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია კოტე მარჯანიშვილი.
სიუჟეტი
ფილმი გადაღებულია ილია ერენბურგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. იგი ასახავს პარიზის სოციალურ და პოლიტიკურ სურათს 1870-1871 წლებში და პარიზის კომუნის დაცემას.
პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ პარიზში შიმშილმა და კომუნარების აჯანყებამ იფეთქა. მუშებმა თავიანთი დროებითი მმართველობა გამოაცხადეს. კალატოზ ლუი რუს ცოლმა გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, შვილი ქმარს შეატოვა და ყასაბთან ერთად ვერსალში გაიქცა. პატარა ჟიული ქუჩაში დარჩა. ლუი ბარიკადებზე იღუპება. დამარცხებული კომუნარები, რომელთა შორის ლუის პატარა ვაჟიც იყო, დახვრიტეს.
როლებს ასრულებენ
რესურსები ინტერნეტში