კოგურიოს აკლდამების კომპლექსი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩრდილოეთ კორეაში, პირველი ამ ქვეყნიდან. კომპლექსი მოიცავს კორეის სამი სამეფოდან ერთ-ერთის, კოგურიეს პერიოდის ინდივილუალურ სამარხებს. კოგურიე უძლიერესი კორეული სამეფო იყო, რომელიც ახ. წ. V-VII საუკუნეებში ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა.
ბევრი სამარხი კედლის მხატვრობას შეიცავს. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 10 000-ია, მაგრამ მხოლოდ 90 მათგანზეა წარმოდგენილი მოხატულობა. კომპლექსი ძირითადად მეფეების, დედოფლების და სამეფო ოჯახის სხვა წევრების დასამარხად იყო განკუთვნილი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში