კოას ხეობის არქეოლოგიური პარკი — არქეოლოგიური კომპლექსი კედლის ნახატებით. სავარაუდოდ მიეკუთვნება პალეოლითისა და ნეოლითის შორის პერიოდს (ძირითადად წარმოდგენილია სოლიუტრეის კულტურა). კედლის ნახატები აღმოაჩინეს 1992 წელს ქალაქ ვილა-ნოვა-დე-ფოშ-კოას მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტუგალიაში. ნახატებზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველები – ძირითადად ცხენები და თხები. ყველაზე ადრეული ნახატები თარიღდება ძვ. წ. 20 000 წლით.
1998 წლიდან პეტროგლიფები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში