კიუსტენდილი (ბულგ.Област Кюстендил) — ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, ოლქის ფართობი შეადგენს 3084.3 კმ², აქ ცხოვრობს 163,889 ადამიანი. კიუსტენდილის დასავლეთი საზღვარი გადის ბულგარეთ-სერბეთის და ბულგარეთ-მაკედონიის ოფიციალურ საზღვარზე, კიუსტენდილინგს ესაზღვრება სამი ბულგარული ოლქი: სოფია, პერნიკი და ბლაგოევგრადი. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კიუსტენდილი.
თემები
კიუსტენდილის ოლქი (област) იყოფა 9 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე, 2009 წლის აღწერის შედეგად, თემების მოსახლეობა.