ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კვერექსი}}
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
კვერექსი — მოსახსენებელი ვედრება უფლისადმი. კვერექსები სხვადასხვაგვარი არსებობს: დიდი ან მშვიდობიანი, მცირე, მრჩობლი, თხოვნითი. დიდ კვერექსს ასევე მშვიდობიანსაც უწოდებენ, რადგან იგი იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“. იგი „დიდად“ იმიტომ იწოდება, რომ მრავალი მცირე ლოცვისაგან შედგება. მისგან განსხვავებით, „მცირე კვერექსი“ სულ 2 ან 3 მცირე ლოცვისაგან შედგება და იგი იწყება სიტყვებით: „მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
„მრჩობლი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“. ეს კვერექსი განსაკუთრებული სავედრებელია, სიტყვა „მრჩობლი“ - ორმაგს ნიშნავს. მასზე გუნდი სამჯერ პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“.
„თხოვნითი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „აღვუსრულოთ ვედრებაი ჩვენი უფალსა“ და გუნდი პასუხობს გალობით: „უფალო შეგვიწყალენ“ და „მოგვმადლენ უფალო“.
კვერექსის სახეები
მცირე კვერექსი (აქვს სამი მუხლი და ასამაღლებელი);
დიდი კვერექსი (აქვს 7-8 მუხლი ან მეტი).
თხოვნითი კვერექსი(დიდი და მცირე კვერექსებისგან განსხვავებით, გუნდი მის ზოგიერთ მუხლებზე, გარდა „უფალო შეგვიწყალენ“-ისა, პასუხობს „მოგვმადლენ, უფალო“-თი ).
მრჩობილი კვერექსი ( თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს სამმაგი „უფალო შეგვიწყალენ“-ით ).
მიცვალებულის კვერექსი ორნაირია: მცირე და მრჩობილი. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პირველი მათგანი იწყება „მერმე და მერმე“-თი, ხოლო მეორე: „შეგვიწყალენ“-ით- ასევე, პირველ მათგანის მუხლებზე გუნდი პასუხობს თითო „უფალო შეგვიწყალენ“-ით(მინორულ კილოზე), მეორეს მუხლებზე - სამმაგით.