კესარია აბრამიძე (დ. 18 აგვისტო, 1987 — გ. 18 სექტემბერი, 2024[1]) — ქართველი ბლოგერი, მსახიობი და მოდელი. იგი პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია.[2]
ბიოგრაფია
კესარია აბრამიძე დაიბადა 1987 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისში. ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა გადაცემაში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.[3] 2015 წელს იგი საცვლების რეკლამაში გადაიღეს.[4] სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც მას შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა.[5] 2015 წელს მოწვეული იყო დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში „მძიმე კაცთან“.[6] გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. 2014 წელს კესარია აბრამიძემ განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალი გახდა.[7] ჰობი — ხატვა, მაკიაჟის კეთება და ტრანსფორმაცია. იგი მოკლული იპოვეს 2024 წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო