კერსტი კალიულაიდი დაიბადა 1969 წელს ტარტუში და არის დაბადებით ესტონეთის მოქალაქე.[3]1987 წელს დაასრულა ტარტუს 44-ე საშუალო სკოლა,[4] ხოლო 1992 წელს ტარტუს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.[5]
2001 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ტარტუს უნივერსიტეტში.
2011 წელს ის ტარტუს უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრი გახდა.[6]2016 წელს აირჩიეს ესტონეთის პრეზიდენტად და გახდა ამ ქვეყნის პირველი ქალი-პრეზიდენტი.[7][8] მისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ცხოვრებას განაგრძობს საკუთარ სახლში და არ გადავა საპრეზიდენტო სასახლეში.[9] პირველ ვიზიტს გეგმავს ფინეთსა და ლატვიაში.[10]