კენგ-კრუნგის ეროვნული პარკი (ტაი. แก่งกรุง) — ეროვნული პარკი სამხრეთ ტაილანდში. მოიცავს ტყეებით დაფარულ 541 კმ² ტერიტორიას ფუქეთის მთიანეთში. ეროვნული პარკის სტატუსი 1991 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა.[1]
ეროვნული პარკი სურათ-თჰანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ორ მთიანეთს აერთიანებს, რომლის უმაღლესი წერტილი, კჰაო სანგი ზღვის დონიდან 849 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ნაწილს მდინარეები კჰლონგ სა და ლანგ სუანი ასაზროდებენ, ხოლო სამხრეთ ნაწილს - კჰლონგ იანი და ფუმ დუანგი. პარკში სპილოები, დათვები, მალაიური ტაპირები, ვეფხვები, მაიმუნების რამდენიმე და ფრინველების მრავალი სახეობა ბინადრობს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ეროვნული პარკები | |
---|
| საზღვაო ეროვნული პარკები | |
---|
| ტყე-პარკები | |
---|
| ჭარბტენიანი ტერიტორიები | |
---|
|