კეთრი

კეთრით დაავადებული 24 წლის ადამიანი
კეთრის გავრცელება მსოფლიოში, 2003 წ.

კეთრი (lepra) — ადამიანის ქრონიკული, გენერალიზებული ინფექცია. უმთავრესად აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. კეთრი კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი ინფექციაა. მასზე ცნობები მოცემულია ჯერ კიდევ 3000 წლის წინანდელ ჩინურ ტრაქტატებში. ქვეყნების უმრავლესობაში კეთრით დაავადება სამოქალაქო სიკვდილს უდრიდა, რაც ნიშნავდა საზოგადოებიდან მოკვეთას. ავადმყოფს ან კლავდნენ ან აძევებდნენ უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში.

კეთრის მიკრობაქტერია

კეთრის გამომწვევია გერჰარდ ჰანსენის (ნორვეგია) მიერ 1873 წელს აღმოჩენილი გრამ-დადებითი Mycobacterium leprae. იგი სწორი ან ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. 1-7 მკმ სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანის. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი გრანულაცია. Mycobacterium leprae ახდენს გლიცერინის და გლუკოზის უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა გამძლეობა მჟავასა და სპირტისადმი, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.

ეპიდემიოლოგია

კეთრით დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მჭიდრო დასახლება, სივიწროვე, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის რეზისტენტობას, არამედ ხშირად გამოავლენს კიდევაც კეთრის გამომწვევს, რომელიც აქამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმოფებოდა. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს ბაქტერიებს. ყველაზე უფრო მოსალოდნელია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის მეშვეობით.

კლინიკური სურათი

გამოყოფენ რამდენიმე კლინიკურ ტიპს: ლეპრომატოზული – განსაკუთრებულად ავთვისებიანი; გამოირჩევა დაზიანების კერებში დიდი რაოდენობით მიკობაქტერიების არსებობით. ეს ავადმყოფები განსაკუთრებით კონტაგიოზურები არიან, ვინაიდან გამოყოფენ გამომწვევის უამრავ რაოდენობას. ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსები, თვალები, ლიმფური კვანძები, პერიფერიული ნერვული ღეროები, ასევე ენდოკრინული სისტემა და ზოგიერთი შინაგანი ორგანო. სახის კანზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირზე, წვივებზე, მტევნების ზურგზე, დუნდულოებზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ერითემულ – პიგმენტური ლაქები, რომელთაც არ აქვს მკაფიო საზღვრები. ლაქები თანდათანობით ინფილტრირდება, სცილდებიან კანის ზედაპირს, მატულობენ ზომებში. სახის კანის დიფუზური ინფილტრაციის შედეგად წარბზედა რკალები მკვეთრად გამოდის წინ, ცხვირი დეფორმირდება, ლოყები, ტუჩები და ნიკაპი იღებს წილაკოვან სახეს – ვითარდება „ლომისებრი სახე“; წარბები გაცვენილია, დაწყებული გარეთა მხრიდან. ინფილტრატების ზონაში კანი დაჭიმულია. ზოგჯერ აქვს ფორთოხლის ქერქის სახე;

გვიანდელ სტადიებში ოფლის გამოყოფა დაზიანების უბნებში წყდება, ინფიტრატები იღებენ მოლურჯო – მურა ფერს. კანზე ჩნდება ხორკლები და კვანძები – ლეპრომები 2 – 3 მმ – დან 2 სმ – მდე და მეტი და უფრო მკვრივ – ელასტიკური კონსისტენციის და მოწითალო ფერის. ლეპრომები თანდათანობით წყლულდებიან. წყლულოვან ზედაპირებს აქვთ მრგვალი, ინფილტრირებული კიდეები, შესაძლებელია შეერთდნენ, და წარმოქმნან ფართო წყლულოვანი დეფექტები, ძნელად შეხორცებადი არასწორი ნაწიბურით. პრაქტიკულად ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება; ცხვირის ლორწოვანი ხდება ჰიპერემიული, შეშუპებული, დიდი რაოდენობის ეროზიებით (ლეპრომატოზული რინიტი). შემდეგში ვითარდება მისი ატროფია და ჩნდება ცალკეული ლეპრომები და ინფილტრატები, ძნელდება ცხვირით სუნთქვა. ლეპტომების დაშლისას ცხვირი დეფორმირდება. მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება მაგარი და რბილი სასის, ხორხის, ენის ზურგის ლორწოვანი გარსები. პერიფერიული ნერვების დაზიანება ჩვეულებრივ ორმხრივი და სიმეტრულია და ვითარდება შედარებით გვიან. თავდაპირველად დაზიანების ზონებში სუსტდება, შემდეგ კი ქრება ტემპერატურული მგრძნობელობა, მას მოჰყვება ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის მოშლაც. ლეპრომატოზული ნევრიტების თავისებურებაა მათი აღმავალი ხასიათი. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვის, ყურის ნერვი, სახის ნერვის ზედა ტოტი. ნერვული ღეროები გამსხვილებული, მკვრივი, გლუვია. თანდათანობით ვითარდება ტროფიკული და მოძრაობითი დარღვევები (ლაგოფთალმი, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურის პარეზი, ამიოტროფიები, კონტრაქტურები, ტროფიკული წყლულები).

ტუბერკულოიდური ლეპრა

ტუბერკულოიდური ტიპი გამოირჩევა შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით; ზიანდება კანისა და პერიფერიული ნერვები. მიკობაქტერია კერებში ვლინდება ძნელად. კლინიკური გამოვლინებები ხასიათდება კანზე არამრავალრიცხოვანი სიდიდისა და მოხაზულობის სხვადასხვა ერითემატოზული ლაქების გაჩენით, ასევე პაპულოზური ელემენტებისა, რომლებიც წარმოადგენენ დაავადების ძირითად ნიშანს. პაპულები მცირე ზომის, ბრტყელი, მოწითალო – მოლურჯო, პოლიგონალურია, მიდრეკილნი არიან გაერთიანებისაკენ ბალთებად, რომლებსაც აქვთ მკაფიო მოხაზულობა, ლილვაკისებურად ამაღლებული მრგვალი ან პოლიციკლური კიდე. ბალთები მიდრეკილნი არიან პერიფერიული ზრდისადმი. გამონაყრის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კისერი, კიდურების მომხრელები, ზურგი, დუნდულოები. ბალთების ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ატროფირდება, ჰიპერპიგმენტირდება, იწყებს აქერცვლას, ხოლო მათ კიდეებზე რჩება ერითემატოზული არშია 2 – 3 სმ სიგანისა და მეტი – ფუგურული ტუბორკულოიდი. გაწოვილი გამონაყრის ადგილზე რჩება ჰიპოპიგმენტაციის ან კანის ატროფიული უბნები. დაზიანების კერებში დარღვეულია ცხიმისა და ოფლის გამოყოფა. პერიფერიული ნერვული ღეროების, ნერვების კანის ტოტების, ვაზომოტორული დარღვევები ვლინდება ძალიან ადრე (ზოგჯერ კანისმიერ გამოვლინებებამდე). აღინიშნება ტემპერატურული, ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევები.

განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვისა და მცირე წვივის ნერვები, რაც გამოიხატება მათი გამსხვილებითა და მტკივნეულობით. თანდათანობით ეს იწვევს პარეზებს, დამბლებს, თითების კონტრაქტურას, მცირე კუნთების, კანის, ფრჩხილების ატროფიას, ტერფებისა და მტევნების მუტილაციას; ქვეითდება მყესთა რეფლექსები. კეთრის მოსაზღვრე ტიპები ხასიათდებიან კანზე გეოგრაფიული მოხაზულობის ლაქოვანი გამონაყრით – ჰიპოქრომული, ერითემატოზული, შერეული. თავდაპირველად პერიფერიული ნერვების დაზიანება არ აღინიშნება, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება სპეციფიკური პოლინევრიტი, რაც იწვევს მგრძნობელობის დარღვევებს კიდურების დისტალურ ნაწილებში, მცირე კუნთების ატროფიას, თითების კონტრაქტურებს, ტროფიკულ წყლულებს. კანზე შესაძლებელია წარმოიქმნას როგორც ლეპრომატოზული, ასევე ტუბერკულოიდური ტიპი, რომელიც შედეგში ტრანსფორმირდება შესაბამის ტიპად. კეთრის ყველა ტიპების მიმდინარეობაში განასხვავებენ პროგრესულ, სტაციონარულ, რეგრესულ და რეზიდუალურ სტადიებს. შესაძლებელია ერთი ტიპის ტრანსფორმაცია მეორედ. თვალის კეთრისმიერი დაზიანებისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების დიფუზური ინფილტრაცია ან ლეპრომა, იშვიათად აღინიშნება ეპისკლერიტი, კერატიტი დამახასიათებელი ნიშნით – ლეპროზული პანუსით; ირიტი, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვთა პერიკორნეალური ინიექცია, სინათლის შიში, ცრემლდენა, ტკივილი და ფერადი გარსის ზედაპირზე ფიბრინული ექსუდატის ჩალაგება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გუგის კიდეების შეხორცება და მეორადი გლაუკომა.

დიაგნოზი

დიაგნოზის დადგენა ხდება ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების საფუძველაზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სარკოიდოზთან, სიფილისთან, ვიტილიგოსთან, ტუბერკულოზურ მგლურასთან.

მკურნალობა

მკურნალობა კომპლექსურია, მასში შერწყმულია სპეციფიკური საშუალებები ზოგადგამაკაჟებელ და მასტიმულირებელ საშუალებებთან. კეთრის საწინააღმდეგო ეფექტიანი მკურნალობის, კერძოდ, ვაქცინაციის ჩატარება შეუძლებელია იმის გამო, რომ აქამდე არ არის აღმოჩენილი ამ დაავადების ექსპერიმენტული მოდელი, ანუ მისდამი მგრძნობიარე რომელიმე ცხოველი.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • „სამედიცინო მიკრობიოლოგია“, გიორგი გოგიჩაძე, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2008 წ.

Read other articles:

Untuk kegunaan lain, lihat Tarpan (disambiguasi). Tarpan Periode Pleistosen Awal–Holosen PreЄ Є O S D C P T J K Pg N ↓ Equus ferus ferus Satu-satunya foto dari hewan yang diduga adalah tarpan yang diketahui, yang mungkin merupakan hewan hibrida atau liar pada 1884Status konservasiPunah TaksonomiKerajaanAnimaliaFilumChordataKelasMammaliaOrdoPerissodactylaFamiliEquidaeGenusEquusSpesiesEquus ferusSubspesiesEquus ferus ferus Boddaert, 1785 Tata namaSinonim takson Equus equiferus Pallas,...

 

Lambang Provinsi Sumatera Barat Peta lokasi Provinsi Sumatera Barat di Indonesia Peta Kabupaten di Sumatera Barat Artikel utama: Daftar kabupaten di Indonesia menurut waktu pembentukan Berikut adalah artikel mengenai Daftar kabupaten dan/atau kota di Sumatera Barat berdasarkan waktu pembentukan yang diurutkan berdasarkan abjad. Referensi berdasarkan Undang-Undang Republik Indonesia yang pertama dikeluarkan saat pembentukan kabupaten/kota tersebut meskipun terdapat perundang-undangan terbaru ...

 

Bohdan Sláma (2017) Bohdan Sláma (lahir 29 Mei 1967) adalah seorang sutradara Ceko. Ia belajar di Fakultas Film dan Televisi Akademi Seni Rupa Pertunjukan di Praha (FAMU). Filmografi Tahun Judul Ceko Judul Inggris Catatan 1990 Mrtvý les Pemeran; film pendek 1992 Štvanice sutradara; penulis; film pendek 1995 Akáty bílé sutradara; penulis 2001 Divoké včely Wild Bees sutradara; penulis; VPRO Tiger Award di Festival Film Internasional Rotterdam dan SKYY Award di San Francisco 2002 Radho�...

Не следует путать с Орденом Святого Георгия. У этого термина существуют и другие значения, см. Георгиевский крест (значения). Знак отличия Военного ордена Девиз «За службу и храбрость» Страна  Российская империя Тип знак отличия Кому вручается нижним чинам Основани�...

 

Kata lemes enteng merujuk pada kosakata yang mempunyai pola A≠B=C, dengan A sebagai basa loma, B sebagai hormat keur sorangan dan C sebagai hormat keur batur, sehingga kosakata yang digunakan pada kedua ragam hormat tersebut tidak terdapat perbedaan, dan hanya mempunyai padanan dengan kata loma Kata lemes enteng atau kecap lemes énténg (aksara Sunda baku: ᮊᮨᮎᮕ᮪ ᮜᮨᮙᮨᮞ᮪ ᮆᮔ᮪ᮒᮦᮀ, pengucapan bahasa Sunda: [kə.t͡ʃap.lə.məs.en.teŋ]) adalah kosakata ba...

 

Pertempuran Cape FinisterreBagian dari Peperangan era NapoleonTanggal22 Juli 1805LokasiTanjung FinisterreHasil Kemenangan BritaniaPihak terlibat Britania Raya Prancis SpanyolTokoh dan pemimpin Robert Calder Pierre Charles Silvestre de VilleneuveKekuatan 15 kapal 14 kapal Prancis6 kapal SpanyolKorban 39 tewas159 terluka 476 tewas atau terluka800 orang Spanyol menyerah2 kapal Spanyol direbut Pertempuran Tanjung Finisterre (22 Juli 1805) adalah pertempuran yang terjadi di Galicia (Spanyol) antar...

أمين مدني معلومات شخصية الميلاد سنة 1911  المدينة المنورة  تاريخ الوفاة سنة 1984 (72–73 سنة)  مواطنة السعودية  الحياة العملية المهنة مؤرخ  تعديل مصدري - تعديل   أمين مدني (1329-1404) هو أمين عبد الله مدني، المؤرخ والأديب والصحفي الرائد, [1] والباحث والكاتب في في الد...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أكتوبر 2019) جاك ريفيير (بالفرنسية: Jacques Rivière)‏  معلومات شخصية الميلاد 15 يوليو 1886 [1][2]  بوردو  الوفاة 14 فبراير 1925 (38 سنة) [1][2][3]  باريس  سبب ...

 

Pour les articles homonymes, voir Saint-Paulien. Saint-Paulien Château de La Rochelambert, à 2 km au sud-ouest de Saint-Paulien. Blason Administration Pays France Région Auvergne-Rhône-Alpes Département Haute-Loire Arrondissement Le Puy-en-Velay Intercommunalité Communauté d'agglomération du Puy-en-Velay Maire Mandat Marie-Pierre Vincent 2020-2026 Code postal 43350 Code commune 43216 Démographie Gentilé Ruessiens, Ruessiennes Populationmunicipale 2 420 hab. (2021 ) D...

Waterfall on the Blue Nile, Ethiopia Blue Nile Falls The Blue Nile Falls is a waterfall on the Blue Nile river in West Gojjam, Amhara Region, Ethiopia. It is known as Tis Abay in Amharic, meaning 'great smoke'. It is situated on the upper course of the river, about 30 kilometres (19 mi) downstream from the town of Bahir Dar and Lake Tana. The falls are one of Ethiopia's best-known tourist attractions. The falls are 42 metres (138 ft) high,[1] consisting of four streams ...

 

1947 aviation accident This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (August 2009) (Learn how and when to remove this template message) United Air Lines Flight 608A DC-6 similar to UAL's ill-fated Flight 608AccidentDateOctober 24, 1947SummaryIn-flight fireSiteBryce Canyon National ParkGarfield County, UtahUnited States 37°41′06″N 112°08′12″W...

 

Untuk tempat bernama Villiers, secara keseluruhan atau sebagiannya, lihat Villiers. Balai kota Villiers-en-Bière. Villiers-en-BièreNegaraPrancisArondisemenMelunKantonPerthesAntarkomuneCommunauté de communes du Pays de BièrePemerintahan • Wali kota (2008-2014) Gilles Gatteau • Populasi1196Kode INSEE/pos77518 / 2 Population sans doubles comptes: penghitungan tunggal penduduk di komune lain (e.g. mahasiswa dan personil militer). Villiers-en-Bière merupakan sebua...

Callie Khouri Oscar alla migliore sceneggiatura originale 1992 Callie Khouri, nome completo Carolyn Ann Khouri (San Antonio, 27 novembre 1957), è una sceneggiatrice e regista statunitense. Ha vinto l'Oscar alla migliore sceneggiatura originale ed il Golden Globe per la migliore sceneggiatura nel 1992 per il film Thelma & Louise. Nel 2012 crea per l'ABC la serie televisiva Nashville. Indice 1 Filmografia 1.1 Sceneggiatrice 1.1.1 Cinema 1.1.2 Televisione 1.2 Regista 2 Altri progetti 3 Coll...

 

此條目需要补充更多来源。 (2010年10月16日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:联邦制 — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 此條目需要擴充。 (2010年10月16日)请協助改善这篇條目,更進一步的信息可能會�...

 

La Madama redirects here. For the border settlement on the northeast frontier of Niger, see Madama. For the Italian association football club often known by this nickname, see Juventus F.C. 1976 filmSexycopDirected byDuccio TessariScreenplay by Massimo Felisatti Fabio Pittorru Duccio Tessari[1] Based onLa Madamaby Massimo FelisattiFabio PittorruProduced byGiorgio Venturini[1]Starring Christian De Sica Ines Pellegrini Oreste Lionello CinematographyGiulio Albonico[1]Edit...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Mieczysław StoorLahir(1929-09-05)5 September 1929Bojanowo, PolandiaMeninggal5 Oktober 1973(1973-10-05) (umur 44)Krasnik Lubelski, PolandiaPekerjaanPemeranTahun aktif1954–1973 Mieczysław Stoor (5 September 1929 – 5 Oktober...

 

This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (February 2021) (Learn how and when to remove this message) BridgeZaghouan AqueductCoordinates36°36′57.8″N 10°08′3.1″E / 36.616056°N 10.134194°E / 36.616056; 10.134194BeginsZaghouanEndsCarthage (Tunis)CharacteristicsTotal length132 km (82 mi)HistoryConstruction startF...

 

Voce principale: Verein für Leibesübungen von 1899. Verein für Leibesübungen von 1899Stagione 1974-1975Sport calcio Squadra Osnabrück Allenatore Klaus-Dieter Ochs (1ª-27ª) Helmut Kalthoff (28ª) Klaus-Dieter Ochs (29ª-33ª) Helmut Kalthoff (34ª-38ª) 2. Bundesliga8º posto Coppa di GermaniaPrimo turno Maggiori presenzeCampionato: Mühlenberg (38)Totale: Mühlenberg (39) Miglior marcatoreCampionato: Schock (26)Totale: Schock (26) StadioStadion an der Bremer Brücke Maggior numer...

Social theory asserting that value systems perpetuate poverty This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (July 2010) (Learn how and when to remove this message) Part of a series onEconomic, applied, and development anthropology Basic concepts Commodification Barter Debt Finance Embeddedness Reciprocity Redistribution Value Wealth Gift economy Limited good...

 

雷雨による表土流出。 土壌層において、表土は植物遺体などが堆積したO層の下にあるA層を構成している[1][2]。 表土(ひょうど、独: Mutterboden、英: topsoil)は、地上の土壌層のうち最も表層部にある土壌のこと。表土は、有機物や微生物を最も豊富に含み、土壌における生物学的な活動がもっとも活発に起こっている土壌である。より深い層の土壌に比...