კახამარკა (ესპ. Cajamarca) — რეგიონი პერუს ჩრდილოეთით. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კახამარკა. კახამარკას რეგიონი იყოფა 13 პროვინციად, რომლებიც შესაბამისად 127 უბნად იყოფა. კახამარკაში გადის პერუს და ეკვადორის ოფიციალური საზღვარი. პროვინციას ესაზღვრება პერუს 4 რეგიონი: პიურა, ლამბაიეკე, ლა-ლიბერტადი და ამასონასი.
რეგიონის ფართობია 33 317,54 კმ²-ს. 2005 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა უდრის 1 359 023 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 40,8 ადამიანს. რეგიონში ყველაზე გავრცელებული ენაა ესპანური.