კატეხი (აზერ. Katex) — სოფელი აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა 7 432 ადამიანი.
ისტორია
კახეთი იყო საქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის, მნიშვნელოვანი პუნქტი. XI საუკუნეში კატეხი ერთ-ერთი მსხვილი საეკლესიო ცენტრი იყო. კატეხის ეკლესია კათოლიკოსმა მელქისედეკ I-მა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. XVIII საუკუნეში ირან-ოსმალეთის აგრესიისა და დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად კახეთის სამეფოს ჩამოსცილდა აღმოსავლეთი ნაწილი, რომელშიც კატეხიც შედიოდა და ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქნელ ლეკთა უბატონო თემები. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში ცხოვრობდა 1060 ლეკი.[1]
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო