კასტილია-ლა მანჩა (Castilla- La Mancha) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება 1982 წლიდან. მოიცავს 5 პროვინციას: 4 მათგანი ძველ ახალ კასტილიაში შედიოდა (სიუდად-რეალი, კუენკა, გვადალახარა, ტოლედო) და 1 – მურსიის ძველ სამეფოში (ალბასეტე).
კასტილია-ლა-მანჩა იყოფა ხუთ პროვინციად (ალბასეტე, სიუდად-რეალი, გვადალახარა, კუენკა და ტოლედო), რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 32 კომარკად. კასტილია-ლა-მანჩაში არის 919 მუნიციპალიტეტი.