კარგი წელი (ინგლ. A Good Year) — რიდლი სკოტის 2006 წლის ფილმი, რომანტიკული კომედია. ფილმი ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. გადაღებულია ლონდონსა და პროვანსში.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მთავარ გმირს, ლონდონის ერთ-ერთ საფინანსო კომპანიაში მომუშავე მაქს სკინერს (რასელ კროუ) ბიძა, ჰენრი, გარდაეცვლება საფრანგეთში, პროვანსში. მაქსის ბიძა ცნობილი მეღვინე იყო და შესანიშნავ ვენახსა და მარანს ფლობდა. თავდაპირველად მაქსი აპირებს გაყიდოს მამული, თუმცა საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ მას ახსენდება ბიძასთან გატარებული ბავშვობა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დაეჭვდება. აღმოჩნდება, რომ ჰენრის ქალიშვილი (ები კორნიში) ჰყავდა და სიკვდილის წინ მაქსს წერილი მისწერა, რათა ამ უკანასკნელს ეზრუნა იმისათვის, რომ ჰენრის მემკვიდრეობა მის ქალიშვილს მიეღო. საფრანგეთში ყოფნისას მაქსი მომხიბვლელ ფანი შენელს (მარიონ კოტიარი) გაიცნობს. ყოველივე ეს მას საბოლოო გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. მაქსი ლონდონს დატოვებს და საცხოვრებლად ბიძის სახლში გადავა.
როლებში
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო