არაბების ლაშქრობა მცირე აზიაში, კაპადოკიის გავლით, კილიკიის ჩრდილოეთში მდებარე გადასასვლელმა ხეობამ განაპირობა. საზღვრისპირა მდებარეობამ და არაბების გამუდმებულმა თარეშმა, კაპადოკიის რეგიონი ძლიერ დაზიანა. ქალაქები და ციხესიმაგრეები თანდათან განადგურდა და რეგიონი დაიცალა მოსახლეობისაგან[1]. IX საუკუნეში, არაბების შემოსევისაგან, ქალაქები: ტიანა, ჰერაკლეა სიბისტრა და ფაუსტინოპოლისი განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰერაკლეა სიბისტრა აღადგინეს, დანარჩენი ქალაქების მოსახლეობა ნიგდე და ლოულონის ციხესიმარგეებში გაიხიზნა[2].
თავდაპირველად კაპადოკიის თემი, ანატოლიის თემის სამხედრო ოლქს წარმოადგენდა. იმისათვის რომ არაბების თავდასხმებს გამკლავებოდნენ, ის ავტონომიური საზღვრისპირა ოლქი გახდა, რომელმაც საბოლოოდ თემის სტატუსიც მოიპოვა. თემი პირველად ისტორიულ წყაროებში 830 წელს გამოჩნდა[3][4]. არაბი გეოგრაფების, იბნ ხორდადბეჰი და იბნ ალ-ფაქიჰის მიხედვით, პროვინცია მსუბუქად გამაგრებულ ოც ქალაქსა და ციხესიმაგრეს მოიცავდა და X საუკუნისთვის 4 000 სამხედროს ითვლიდა[5]. თემი ასევე წარმოადგენდა სამხედრო ბანაკების ქსელს, რომელშიც სხვადასხვა თემებისაგან თავს იყრიდა ბიზანტიის არმია[6] . თემის სტრატეგოსი, რომლის ცენტრიც მდებარეობდა თავდაპირველად კორონის ციხესიმაგრეში და მოგვიანებით ტიანაში, პატრიკიოსის ტიტულაც ატარებბდა[7][8].
833-879 წლებში, არაბებმა დაიპყრეს ლოულონი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა ჩრდილოეთ კილიკიის ხეობიდან გადმოსასვლელ გზებს. 863 წელს, ლალაკაონის ბრძოლაში ბიზანტიის გამარჯვებით და 872 (ან 878) ტეფრიკთან, პავლიკიანური სახელმწიფოს განადგურების შემდგომ, რეგიონში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ის ისევე დარჩა არაბების მთავარ სამიზნედ. 897 წელს არაბების შემოსევამ თემის დედაქალაქი, კორონი გაანადგურა[9].
იმპერატორ ლეონ VI-ის (მმართველობა 886-912) პერიოდში, აღმოსავლეთ ტერიტორია: ნისას ოლქი და რამდენიმე ტურმა ხარსიანონის თემს გადაეცა. სანაცვლოდ კი ანატოლიის და ბუკელარიონის ხარჯზე, თემი დასავლეთისაკენ გაფართოვდა, რითიც თუზის ტბის მიმდებარე ტერიტორია მოიცვა[10].
934 წელს, მალათიის აღებით იოან კურკუასმა თემს არაბი დამყრობლებისაგან მნიშვნელოვანი საფრთხე ააცილა. X საუკუნეში დაცლილი რეგიონში: სომხები და სირიელი ქრისტიანები დაასახლეს. კაპადოკია მალევე გახდა ანატოლიის, სამხედრო არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ცენტრი - კერძოდ ფოკას და მელიენოსების საგვარეულოს - რომლის ვრცელი მამულები, სიმდიდრე და სამხედრო პრესტიჟი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლებისადმი. მათ მეშვეობით, X საუკუნეში რამდენიმე წარმატებული აბოხები განხორციელდა. საბოლოოდ მათი ქონება კონფისკირებული იქნა ბასილი II-ის (მმართველობა 976–1025) მიერ.
Gyftopoulou, Sofia. (July 8, 2003) Καππαδοκίας Θέμα. Encyclopaedia of the Hellenic World: Asia Minor. Foundation of the Hellenic World. ციტირების თარიღი: 15 February 2011.