კამუი (ინგლ. Camuy) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს ლარესიდან და სან-სებასტიანიდან ჩრდილოეთით, კებრადილიასიდან აღმოსავლეთით და ჰატილიოდან დასავლეთით. კამუი მოიცავს 12 ბარიოსა და კამუი-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). 2007 წელს ქალაქმა 200 წლისთავი აღნიშნა. შედის სან-ხუანი-კაგვასი-გვაინაბოს მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო