კალაურის ნაეკლესიარი

კალაურის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში. მდგარა ყველაწმინდის მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე. ამჟამად ნაგებობის კვალი არ ჩანს. აქა-იქ მიმობნეულია სხვადასხვა ზომის რიყის ქვები. მოსახლეობას ნაეკლესიარზე ჩაყრილი აქვს ქვევრები.

ლიტერატურა