უჯინ ორმანდი (დ. 18 ნოემბერი, 1899, ბუდაპეშტი ― გ. 12 მარტი, 1985, ფილადელფია) — უნგრული წარმოშობის ამერიკელი დირიჟორი.
ბიოგრაფია
1917 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის მუსიკის აკადემია ვიოლინოს განხრით. 1921 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. იყო კონცერტმაისტერი, 1924 წლიდან – დირიჟორი. 1931 წლიდან გამოდიოდა ფილადელფიის ორკესტრთან ერთად, შეცვალა ა. ტოსკანინი. 1931-1936 წლებში იყო მინეაპოლისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირჟორი. 1936 წლიდან იყო ფილადელფიის ორკესტრის მეორე დირიჟორი, ხოლო 1938 წლიდან – მთავარი დირიჟორი.
ლიტერატურა
- ↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Franz Liszt Academy of Music — 1875.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #12414652X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.