იუკიო მისიმა

იუკიო მისიმა
იაპონ. 三島 由紀夫
იაპონ. 平岡 公威
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1925(1925-01-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ტოკიო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 25 ნოემბერი, 1970(1970-11-25)[1] [11] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო, იაპონია
დასაფლავებულია ტამის სასაფლაო
ფსევდონიმი Yukio Mishima, 榊山保 და 三島由紀夫
საქმიანობა მწერალი, პროზაიკოსი, რომანისტი, დრამატურგი, სცენარისტი, პოეტი[9] , ესეისტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი[9] , თეატრის მსახიობი, კინომსახიობი, კინორეჟისორი[9] [12] , თეატრის რეჟისორი, მოდელი, პოლიტიკური აქტივისტი[13] , საჯარო მოსამსახურე და ნოველისტი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია
ალმა-მატერი Graduate Schools for Law and Politics and Faculty of Law, University of Tokyo
ჟანრი დრამა, ესე, მანიფესტი, ლექცია და short film
Magnum opus ოქროს ტაძარი, ნიღბის აღსარება, The Sea of Fertility, The Sound of Waves, The Sailor Who Fell from Grace with the Sea, Kyōko no Ie, Patriotism, Five Modern Noh Plays და Madame de Sade
ჯილდოები გამომცემლობა სინტიოსიის პრემია, Kishida Theatre Award, იომიურის პრემია, Q11631589?, Mainichi art award, ACA National Arts Festival, Golden Arrow Award და star on Playwrights' Sidewalk[14]
მეუღლე იოკო ჰირაოკა
შვილ(ებ)ი ნორიკო ჰირაოკა და იიტირო ჰირაოკა
ნათესავ(ებ)ი Koji Tomita, Hashi Kenkō, Natsu Hiraoka, Hiraoka Sadatarō, Hashi Kenzō, Hiraoka Takichi, Nagai Iwanojō, Hashi Kendō, Nagai Naoyuki, Matsudaira Yoritaka, Matsudaira Noritada, Matsudaira Yorisuke, Hiraoka Manjirō და Atsushi Ōya
ხელმოწერა

იუკიო მიშიმა (იაპ. 三島 由紀夫) (დ. 14 იანვარი, 1925 — გ. 25 ნოემბერი, 1970), ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკა (平岡 公威) — იაპონელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მსახიობი და მოდელი. მისი ავანგარდული შემოქმედება აღწერს თანამედროვეობისა და ტრადიციების აღრევის პროცესს.[15]

მისიმა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იაპონელ ავტორად ითვლება. 1968 წელს იგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა პრემია მის თანამემამულე მწერალსა და მეგობარს, იასუნარი კავაბატას, გადაეცა.[16] ავტორის გამორჩეულ ნაშრომებს შორისაა რომანები — „ნიღბის აღსარება“ და „ოქროს ტაძარი“ — და ავტობიოგრაფიული ესე „მზე და ფოლადი“. მისიმას შემოქმედება „მდიდრული ლექსიკით და დეკადანტური მეტაფორებით, ტრადიციული იაპონური და თანამედროვე დასავლური ლიტერატურული სტილის შერწყმით და მშვენიერების, ეროტიციზმისა და სიკვდილის ერთიანობის ობსესიური მტკიცებით“ გამოირჩევა.[17]

მისიმა შინტოისტი და ნაციონალისტი იყო. პოლიტიკური მოღვაწეობის გამო იგი დღევანდელ იაპონიაშიც საკამათო ფიგურად რჩება.[18][19][20][21] 30-იანი წლების შუა ხანებიდან მწერალი მზარდად ამჟღავნებდა მემარჯვენე იდეოლოგიისადმი სწრაფვას. იგი ამაყობდა იაპონიის ტრადიციული კულტურით და უპირისპირდებოდა დასავლურ მატერიალიზმს, ასევე იაპონიის ომისშემდგომ დემოკრატიას, გლობალიზმსა და კომუნიზმს, რადგან მისი აზრით, ეს იდეები, საფრთხეს უქმნიდა იაპონელთა ეროვნულ იდენტობასა და მათ კულტურულ მემკვიდრეობას.[22]

1968 წელს მისიმამ დააარსა კერძო საპატრულო საზოგადოება ტატენოკაი, რომელიც ტრადიციული იაპონური ღირებულებების დაცვასა და იმპერატორის თაყვანისცემას ემსახურებოდა. 1970 წელს იგი ოთხ თანამებრძოლთან ერთად ცენტრალური ტოკიოს სამხედრო ბაზაზე შეიჭრა, მათ მძევლად აიყვანეს გენერალი და იაპონიის თავდაცვის ძალებს 1947 წლის კონსტიტუციის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს, რომელსაც მისიმამ „მარცხის კონსტიტუცია“ უწოდა. მწერალმა სიტყვით გამოსვლა ფრაზით „გაუმარჯოს იმპერატორს!“ დაასრულა, რის შემდეგაც სეპუკუს რიტუალით თავი მოიკლა.

ბიოგრაფია

მისიმა 6 წლის ასაკში (აპრილი, 1931)

ადრეული ცხოვრება

მისიმა ექვსი წლის ასაკში ელიტურ სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მეიძის ეპოქაში ძველი ფეოდალური თავადაზნაურობის შთამომავლობის აღზრდის მიზნით დაარსდა.[23] იგი ეცნობოდა იაპონელი კლასიკოსების, აგრეთვე ჟან კოქტოს, ოსკარ უაილდის, რაინერ მარია რილკეს, თომას მანის, ფრიდრიხ ნიცშეს, შარლ ბოდლერისა და სხვა ევროპელი ავტორების შემოქმედებას. ამასთანავე სწავლობდა გერმანულ ენას. 12 წლის ასაკში მან პირველი მოთხრობების წერა დიწყო და სკოლის ლიტერატურული საზოგადოების სარედაქციო საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. მისიმა მოხიბლული იყო პოეტების, ჰარუო სატასა და მიტიძო ტაჩიჰარას, შემოქმედებით, რამაც იგი კლასიკური იაპონური ტანკებით დააინტერესა. იგი სკოლის ლიტერატურული ჟურნალისთვის თავდაპირველად ჰაიკუებსა და ტანკებს წერდა, მოგვიანებით კი პროზაში დაიწყო მოღვაწეობა.[24]

16 წლის ასაკში მისიმამ დაწერა მოთხრობა „აყვავებული ტყე“, რომლის პროტაგონისტი აღწერს განცდას იმისა, რომ მისი წინაპრები მასში ცხოვრებას განაგრძობენ. მოთხრობა პრესტიჟულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა. 1944 წელს იგი წიგნის სახით ქაღალდის დეფიციტის გამო შეზღუდული ტირაჟით გამოიცა. აღსანიშნავია, რომ მისიმამ მოთხრობა სამახსოვროდ გამოაქვეყნა, რადგანაც იგი ვარაუდობდა, რომ ომში დაიღუპებოდა.[25]

მამის უარყოფითი რეაქციისგან დაცვის მიზნით რედაქციის წევრებმა ფსევდონიმი იუკიო მისიმა მოიფიქრეს.[26] „მისიმა“ მომდინარეობს სადგურის სახელწოდებიდან, რომელსაც მათ სარედაქციო შეხვედრაზე მიმავლებმა ჩაუარეს, „იუკი“ კი იაპონურად თოვლს ნიშნავს და უკავშირდება იმ თოვლს, რომელიც მათ მატარებლიდან ფუძიამაზე დაინახეს.

1942 წელს მისიმამ დაწერა ესე სათაურით „ღმერთების გზა“, რომელშიც შინტოიზმისადმი თავის ერთგულებას გამოხატავს.[27] 1946 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „სიგარეტი“, რომელშიც იგი სკოლაში განცდილი ჰომოსექსუალური სიყვარულის შესახებ წერს.

1944 წელს მისიმამ საშუალო სკოლა დაასრულა და გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.[28][29] ღონისძიებას ესწრებოდა იმპერატორი ჰიროჰიტო, რომლისგანაც მისიმამ მოგვიანებით საჩუქრად ვერცხლის საათი მიიღო.[28][29][30][31]

ომის შემდგომი პერიოდი

1946 წელს მისიმამ დაიწყო პირველი რომანის წერა, რომელიც თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ორი ახალგაზრდა არისტოკრატის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი სათაურით „ქურდები“ 1948 წელს გამოქვეყნდა, რამაც მისიმას ომისშემდგომი იაპონელი მწერლების მეორე თაობის რიგებში დაუმკვიდრა ადგილი.

1949 წელს მისიმამ გამოაქვეყნა ნახევრადავტობიოგრაფიული რომანი „ნიღბის აღსარება“, რომელიც ჰომოსექსუალობისადმი მიდრეკილი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს. წიგნმა გამოსვლისთანავე წარმატება მოიპოვა და 24 წლის ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.

მისიმა თავისი ნაწარმოებების სიუჟეტში ხშირად თანამედროვე მოვლენებს იყენებდა. 1956 წელს მან გამოაქვეყნა რომანი „ოქროს ტაძარი“, რომელიც კიოტოში მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. წიგნი ფსიქიკურად შეშლილი ბერის მიერ ბუდისტური ტაძრის დაწვის შესახებ მოგვითხრობს.[32]

ლიტერატურა

  • Ba-ra-kei: Ordeal by Roses by Eikō Hosoe and Mishima (photoerotic collection of images of Mishima, with his own commentary) (Aperture 2002 ISBN 0-89381-169-6)
  • Deadly Dialectics: Sex, Violence, and Nihilism in the World of Yukio Mishima by Roy Starrs (University of Hawaii Press, 1994, ISBN 0-8248-1630-7 and ISBN 0-8248-1630-7)
  • Escape from the Wasteland: Romanticism and Realism in the Fiction of Mishima Yukio and Oe Kenzaburo (Harvard-Yenching Institute Monograph Series, No 33) by Susan J. Napier (Harvard University Press, 1995 ISBN 0-674-26181-X)
  • Mishima: A Biography by John Nathan (Boston, Little, Brown and Company 1974, ISBN 0-316-59844-5)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118582755 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. Film as a Subversive Art
  13. Czech National Authority Database
  14. http://www.iobdb.com/Lortel/Sidewalk
  15. http://www.enotes.com/twentieth-century-criticism/mishima-yukio
  16. Mccarthy, Paul. (5 May 2013) Revealing the many masks of Mishima en-US. ციტირების თარიღი: 8 January 2020
  17. Rankin, Andrew (2018). Mishima, Aesthetic Terrorist: An Intellectual Portrait. University of Hawaii Press, გვ. 119. 
  18. Belsky, Beryl. (18 October 2012) Yukio Mishima: The Turbulent Life Of A Conflicted Martyr.
  19. Yukio Mishima – 'The Lost Samurai'.
  20. Flanagan, Damian. (21 November 2015) Yukio Mishima's enduring, unexpected influence.
  21. Everyone in Japan Has Heard of Him.
  22. Mishima, Yukio (1970). 問題提起 (一)(二) [Problem presentation 1,2]. Constitutional Amendment Draft Study Group (იაპონური). collected in complete36 2003, p. 118–132
  23. complete42 2005, p. 377–462
  24. Mishima, Yukio (1958). 「花ざかりの森」出版のころ [When I published "Forest in Full Bloom"]. Gunzo(Kodansha) (იაპონური)., collected in complete30 2003, p. 285–286
  25. Shimizu, Fumio (1975). 「花ざかりの森」をめぐって [Over the Hanazakari no Mori]. Appendix of "Yukio Mishima Complete Works No.1"(Shinchosha) (იაპონური). collected in N-Reader 1990, p. 22–24
  26. Mishima, Yukio (1960). 惟神之道 [The way of the Gods]. Private Note (იაპონური). collected in complete26 2003, p. 88–90
  27. 28.0 28.1 Mitani 1999, p. 11–133
  28. 29.0 29.1 Mishima, Yukio (1957). 学習院の卒業式 [The graduation ceremony of Gakushūin]. Style (იაპონური)., collected in complete29 2003, p. 499
  29. complete42 2005, p. 95
  30. Album 1983, p. 18
  31. Encyclo 2000, p. 92–97

Read other articles:

Cette page concerne l'année 1948 (MCMXLVIII) en chiffres romains) du calendrier grégorien. Chronologies 24 juin : blocus de Berlin.Données clés 1945 1946 1947  1948  1949 1950 1951Décennies :1910 1920 1930  1940  1950 1960 1970Siècles :XVIIIe XIXe  XXe  XXIe XXIIeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies géographiques Afrique Afrique du Sud, Algérie, Angola, Bénin, Botswana, Burkina Faso, Burundi, Cameroun, Cap-Vert, R...

 

Académie de SoroLes bâtiments de l'Académie de Soro en 2008.GéographiePays  DanemarkRégion SjællandCommune SorøCoordonnées 55° 25′ 47″ N, 11° 33′ 22″ EFonctionnementStatut Manoir, gymnasiumHistoireFondation 1625Fondateur Christian IVIdentifiantsCode postal 4180Site web www.soroe-akademi.dkmodifier - modifier le code - modifier Wikidata Les nouveaux bâtiments de l'Académie de Soro au XIXe siècle. L’Académie de Soro[1] ou Regia et ...

 

Peta menunjukan lokasi Pinili Data sensus penduduk di Pinili Tahun Populasi Persentase 199514.817—200015.9031.53%200716.1850.24% Pinili adalah munisipalitas yang terletak di provinsi Ilocos Norte, Filipina. Pada tahun 2010, munisipalitas ini memiliki populasi sebesar 16.338 jiwa atau 3.580 rumah tangga. Pembagian wilayah Secara administratif Pinili terbagi menjadi 25 barangay, yaitu: Aglipay Apatut-Lubong Badio Barbar Buanga Bulbulala Bungro Cabaroan Capangdanan Dalayap Darat Gulpeng Lilipu...

Chronologies Données clés 1613 1614 1615  1616  1617 1618 1619Décennies :1580 1590 1600  1610  1620 1630 1640Siècles :XVe XVIe  XVIIe  XVIIIe XIXeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies thématiques Art Architecture, Arts plastiques (Dessin, Gravure, Peinture et Sculpture), Littérature, Musique classique et Théâtre   Ingénierie (), Architecture et ()   Politique Droit   Religion (,)   Science Santé et ...

 

Chronologie de la France ◄◄ 1740 1741 1742 1743 1744 1745 1746 1747 1748 ►► Chronologies Dessin de l’entrée de Louis XV à Strasbourg à la porte de Saverne en 1744.Données clés 1741 1742 1743  1744  1745 1746 1747Décennies :1710 1720 1730  1740  1750 1760 1770Siècles :XVIe XVIIe  XVIIIe  XIXe XXeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies thématiques Art Architecture, Arts plastiques (Dessin, Gravure, Peinture et Scul...

 

Mahō SensōSampul novel ringan volume pertama yang menampilkan Mui Aiba魔法戦争(Mahō Sensō)GenrePetualangan, fantasi, roman[1] Novel ringanPengarangHisashi SuzukiIlustratorLunaliaPenerbitMedia FactoryImprintMF Bunko JDemografiPriaTerbit25 November 2011 – 25 September 2015Volume12 MangaPengarangHisashi SuzukiIlustratorYou IbukiPenerbitMedia FactoryMajalahMonthly Comic GeneDemografiShōjoTerbit15 April 2013 – 15 Juni 2015Volume6 Seri animeSutradaraYūzō SatōSkenarioKazuyuki...

جزء من سلسلة مقالات سياسة فلسطينفلسطين الدستور القانون الأساسي الفلسطيني (الدستور) الميثاق الوطني حقوق الإنسان السلطة التنفيذية الرئيس محمود عباس مجلس الوزراء الفلسطيني رئيس الوزراء محمد اشتية السلطة التشريعية المجلس الوطني الفلسطيني المجلس التشريعي الفلسطيني السلطة �...

 

Tunis DerbyTunisian Derby of 13 February 1970 in Stade El MenzahOther namesNeighbors meetingSportFootballLocationTunis, TunisiaTeamsEspérance de TunisClub AfricainFirst meetingCA 3–0 ESTTunisian League(23 March 1924)Latest meetingEST 1–0 CATunisian League(16 March 2024)Broadcasters Watania 1 Al Kass Channels[1]StadiumsStade Chedly Zouiten (1923–67) Stade El Menzah (1967–01) Stade Hammadi Agrebi (2001–present) Stade Mustapha Ben Jannet (2019)StatisticsMost player appearances...

 

Lisandro López Informasi pribadiNama lengkap Lisandro LópezTanggal lahir 02 Maret 1983 (umur 41)Tempat lahir Rafael Obligado, ArgentinaTinggi 1,74 m (5 ft 8+1⁄2 in)Posisi bermain PenyerangInformasi klubKlub saat ini LyonNomor 9Karier junior2001–2003 RacingKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2003–2005 Racing 70 (26)2005–2009 Porto 106 (49)2009– Lyon 98 (52)Tim nasional‡2005– Argentina 7 (1) * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung dari liga do...

Oratorio de la Santa Cueva de Cádiz. Oratorio adalah tempat berdoa.[1] Oratorio berasal dari bahasa Latin, ora yang artinya doa, sehingga dalam bahasa latin, oratorium berarti tempat doa.[2] Sebutan ini dipergunakan untuk gereja-gereja atau kapel-kapel pribadi yang mulai dikenal sejak Abad Pertengahan.[1] Asal usul yang pertama berasal kapel yang dibangun di atas kuburan para martir pada zaman abad 2-3.[1] Karena banyak orang Kristen mengalami penganiayaan dan...

 

College basketball tournament 2015 Big Ten men's basketball tournamentClassificationDivision ISeason2014–15Teams14SiteUnited CenterChicago, IllinoisChampionsWisconsin (3rd title)Winning coachBo Ryan (3rd title)MVPFrank Kaminsky (Wisconsin)Attendance118,496TelevisionBTN, ESPN/2, CBSBig Ten men's basketball tournaments← 20142016 → 2014–15 Big Ten Conference men's basketball standings vte Conf Overall Team W   L   PCT W   L   PCT No. 3...

 

Academic journalAstronomy & GeophysicsCover of the June 2022 issueDisciplineAstronomy, geophysics, planetary scienceLanguageEnglishEdited bySue BowlerPublication detailsFormer name(s)Occasional Notes of the Royal Astronomical Society, Quarterly Journal of the Royal Astronomical SocietyHistory1997–presentPublisherOxford University Press (since 2013)[1]FrequencyBimonthlyOpen accessHybridImpact factor0.549 (2020)Standard abbreviationsISO 4 (alt) · Bluebook (alt1...

Place in AndorraEl Pas de la CasaEl Pas de la CasaLocation in AndorraCoordinates: 42°32′32.41″N 1°44′01.78″E / 42.5423361°N 1.7338278°E / 42.5423361; 1.7338278Country AndorraArea • Total17 km2 (7 sq mi)Elevation2,080 m (6,820 ft)Highest elevation2,827 m (9,275 ft)Population (2012) • Total2,996 • Density180/km2 (460/sq mi)ParishEncampWebsitehttp://www.encamp.ad/ El Pas...

 

1965 novel by Harry Harrison Bill, the Galactic Hero Cover of the first edition.AuthorHarry HarrisonCover artistLarry LurinLanguageEnglishGenreScience fictionPublisherDoubledayPublication date1965Media typePrintPages185OCLC55999461Followed byThe Planet of the Robot Slaves  Bill, the Galactic Hero is a satirical science fiction novel by American writer Harry Harrison, first published in 1965. A novella length version appeared in the magazine Galaxy Science Fiction in 1964 u...

 

Raja Duarte I dari Portugal Duarte (31 Oktober 1391 – 9 September 1438), dikenal dalam Bahasa Inggris sebagai Edward dan dijuluki Raja Filsuf (o Rei-Filósofo) atau Pandai Bicara (o Eloquente), merupakan seorang Raja Portugal dari tahun 1433 hingga kematiannya. Ia lahir di Viseu sebagai putra João I dari Portugal dan istrinya, Filipa dari Lancaster. Duarte adalah anggota tertua Ínclita Geração, yaitu keturunan kerajaan yang berprestasi yang menyumbang pada perkembangan peradaban di Port...

2020–22 protests after the police shooting of Breonna Taylor Breonna Taylor protestsPart of the United States racial unrest and the Black Lives Matter movementMemorial for Breonna Taylor in Louisville, KentuckyDateMay 26, 2020 – August 4, 2022(2 years, 2 months, 1 week and 2 days)LocationUnited StatesCaused by Shooting of Breonna Taylor Police brutality Lack of police accountability Inequality and racism MethodsProtests, demonstrations, civil disobedience, online activ...

 

State law enforcement agency in California, USA Law enforcement agency California Highway PatrolPatchDoor shieldBadgeFlagAbbreviationCHPMottoSafety, Service, and SecurityAgency overviewFormedAugust 14, 1929; 94 years ago (1929-08-14)Employees10,000+ (as of 2023)[1]Annual budget$3.2 billion (as of 2023)[2]Jurisdictional structureOperations jurisdictionCalifornia, U.S.Map of California Highway Patrol's jurisdictionSize163,696 square miles (423,970 km2...

 

Bibliophilic club in Manhattan, New York Grolier ClubThe Grolier Club's home at 47 East 60th StreetFormation1884; 140 years ago (1884)Coordinates40°45′50″N 73°58′12″W / 40.76391°N 73.96987°W / 40.76391; -73.96987PresidentNancy K. BoehmWebsitewww.grolierclub.org The Grolier Club is a private club and society of bibliophiles in New York City. Founded in January 1884, it is the oldest existing bibliophilic club in North America. The club is n...

العلاقات اليمنية البنغالية     بنغلاديش   اليمن تعديل مصدري - تعديل   العلاقات اليمنية البنغلادشية هي العلاقات الثنائية بين بنغلاديش واليمن. في عام 2014 تم تعيين محمد أصحاب الدين سفيرا لبنجلاديش في اليمن.[1] الاعتراف اعترفت جمهورية اليمن الديمقراطية الشعب�...

 

Operasi BagrationBagian dari Perang Dunia IIFront Timur pada saat Operasi Bagration.Tanggal22 Juni 1944 - 19 Agustus 1944LokasiBelarusia, Uni SovietHasil Kemenangan SovietPihak terlibat Axis  Uni SovietTokoh dan pemimpin Ernst BuschWalter ModelFerdinand Schorner Konstantin RokossovskiGeorgy ZhukovAleksandr VasilevskyKekuatan 1.200.000 1.700.000Korban (Estimasi berdasarkan penelitian terbaru) 500.000 tewas,158.000 tertangkap,590.000 terluka Total korban: 1.248.000 (Estimasi resmi Jerman w...