იუკა (Yucca) — ერთლებნიან, მეტწილად მერქნიან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. ღეროს წვერზე 1 მ-ზე მეტი სიგრძის კონებად შეკრებილი, ჩვეულებრივ ეკლიანი, ხეშეში და ბრტყელი ფოთლები აქვს.
მისი 30 სახეობა გავრცელებულია ცენტრალურ ამირიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ზოგი სახეობის ფოთლებიდან იღებენ ბოჭკოს — პიტას.
ლიტერატურა