ისნა (არაბ. إسنا) — ქალაქი ეგვიპტეში. კენის მუჰაფაზის მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. გაშენებულია მდინარე ნილოსის ნაპირებზე. ქალაქი 55 კილომეტრითაა დაცილებული ლუქსორს. ისნა საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 2005 წლის მონაცემებით აქ დაახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობდა.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში