ირანის მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემა, ქანატი, კიარიზი — წყალმომარაგების ტრადიციული სისტემა ირანში. XX საუკუნის შუა წლებისათვის ირანში ფიქსირდებოდა 50 000 ქანატი. 2015 წელს მათი რაოდენობა 37 000-მდე შემცირდა.
სპარსული მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემის, ქანატის, ყველაზე ძველი და გრძელი სახეობა მდებარეობს ქალაქ გონაბადში, იგი უკვე 2 700 წლია უზრუნველყოფს ადამიანების წყლით მომარაგებას. მისი სიგრძეა 45 კმ. ხოლო გაყვანილია 360 მეტრის სიღრმეში. გონაბადის ქანატი ასევე ცნობილია ქეი-ხოსოროვის კიარიზის სახელითაც და აგებულია ძვ. წ. 700-500 წლებში. გონაბადის ქანატი შედგება 427 ჭაბურღილისაგან.
გონაბადის ქანატი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია 2007 წლიდან, 2016 წლის 15 ივლისს კი სიაში შეიტანეს „სპარსული ქანატის“ სახელწოდებით[1].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
ჩოღა-ზანბილი · პერსეპოლისი · იმამის მოედანი · ტახტ-ი სულეიმანი · ფასარგადი · ქალაქი ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი · სოლთანიე · ბეჰისთუნის წარწერა · სომხური მონასტრები ირანში: წმინდა თადეოზის მონასტერი, წმინდა სტეფანეს მონასტერი, ძორძორი · ბანდ-ე-კეისარი · არდაბილის ისტორიული მონუმენტები · თავრიზის ისტორიული ბაზარი · სპარსული ბაღები (ფასარგადი, ჩეჰელ-სოტუნი, ფინი, ერამი, შაზდეჰი, დოლათაბადი, აბასაბადი, აქბარიეჰი, ფაჰლევანპური) · გონბად-ე-გაბუსი · ისპაანის დიდი მეჩეთი · გოლესტანის სასახლე · შაჰრი-სუჰტე · სუზა · მეიმანდის კულტურული ლანდშაფტი · დაშთე-ლუთი · ირანის მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემა · იეზდი · ფარსის რეგიონის სასანიდური არქეოლოგიური ლანდშაფტი · ჰირკანის ტყეები · ტრანს-ირანული რკინიგზა · ჰავრამანი · სპარსული ქარავანსარაი
|
|