იპრიტი — ორგანული ნაერთი, ქიმიური ფორმულით C4H8Cl2S. არის ძლიერ მომწამლავი ნივთიერება. აზიანებს კანსა და ფილტვებს.[1] აქვს ძლერი სუნი, რომელიც მდოგვის სუნს ჰგავს. იპრიტის გაზი, როგორც ქიმიური იარაღი გერმანელებმა გამოიყენეს იპრის ბრძოლაში
სინთეზი
იპრიტი მიიღება გოგირდის დიქლორიდისა და ეთილენის რეაქციით:
- SCl2 + 2 C2H4 → (ClCH2CH2)2S
სინთეზის სხვა პროცესში გოგირდის დიქლორიდის ნაცვლად, გამოიყენება დიგორგიდის დიქლორიდი:
[2][3]
- 8 S2Cl2 + 16 C2H4 → 8 (ClCH2CH2)2S + S8
მეიერის მეთოდით მიიღება თიოდიგლიკოლისგან, რომელსაც აწარმოებენ კალიუმის სულფიდისა და ქლოროეთანოლის რეაქციით, საბოლოოდ კი ქლორირებას ატარებენ ფოსფორის ტრიქლორიდის თანაობისას:
[4]
- 3 (HOCH2CH2)2S + 2 PCl3 → 3 (ClCH2CH2)2S + 2 P(OH)3
მეიერ-კლარკის მეთოდში მაქლორირებელ აგენტად ფოსფორის ტრიქლორიდის ნაცვლად გამოიყენება კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა:
- (HOCH2CH2)2S + 2 HCl → (ClCH2CH2)2S + 2 H2O
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო