ინფერნო (იტალ.Inferno-დან — ჯოჯოხეთი) — ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის მისტიკური და დეტექტიური რომანი, რომელიც გაყიდვაში 2013 წლის 14 მაისიდან გამოვიდა გამომცემლობა Doubleday-ის მიერ.[1][2] დენ ბრაუნისთვის ეს რიგით მეოთხე წიგნია მისი სერიებიდან „რობერტ ლენგდონი“, რომელიც ასევე მოიცავს „ანგელოზებს და დემონებს“, „და ვინჩის კოდს“ და „დაკარგულ სიმბოლოს“.[3] გამოცემის დღიდან პირველი 11 კვირის განმავლობაში „ინფერნო“ პირველ ადგილს იკავებდა New York Times Best Seller სიაში, როგორც მაგარ ყდიანი და კომბინირებული — ბეჭდური და ელ-წიგნი ფიქცია. ელ-წიგნის სიაში „ინფერნო“ გამოშვებიდან 17 კვირის განმავლობაში რჩებოდა.