ინკორპორაცია (გვიანდელი ლათინური incorporation — შთასხეულება < in- -ში და corpus-სხეული) — ერთ სიტყვაში(ძირითადად ზმნაში) სუბიექტის, ობიექტის , იარაღის, თვისების, გარემოების და სხვათა აღმნიშვნელი ელემენტების ჩართვა. დამახასიათებელია რთული კომპლექსი, რომელიც თავისი მნიშვნელობით აღემატება სიტყვას(მოიცავს რამდენიმე ლექსიკურ ერთეულს) და უახლოვდება სხვა ენათა შესიტყვებას, აგებულებით კი არ უდრის შესიტყვებას, ვინაიდან არ იშლება დამოუკიდებელ სიტყვებად. მაგალითად, ჩუქჩურად: ты - теины-лежты пыгты ркып ნიშნავს „[მე] ძალიან მტკივა თავი“[1].
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო