|
ტერმინს „ინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ინი.
|
ინი (გერმ. Inn, ლათ. Aenus, Oenus) — მდინარე შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 517 კმ, აუზის ფართობი 25.700 კმ². სათავე აქვს შვეიცარიის ალპებში, ზღვის დონიდან 2484 მ სიმაღლეზე. ქალაქ როზენჰაიმის ქვემოთ კვეთს ბავარიის პლატოს და მდინარე დუნაისთან შეერთებამდე ჭრის ბავარიის ტყის შტოქედს. ქალაქ პასაუს სიახლოვეს შეერთვის მდინარე დუნაის. თითქმის 2/3 მოქცეულია ალპების ფარგლებში. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა შემოდგომასა და ზამთარში. სანაოსნოა მდინარე ზალცახის შესართავიდან. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.
ინის ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი, მათგან აღსანიშნავია ინსბრუკი. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ პასაუსთან შეადგენს 738 მ³/წმ-ს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში