ილტო, ირტოს ხევი (ისტორიულ წყაროებში) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2129 მ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 337 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო ხარჯი 6,5 მ³/წმ. ილტოდან გაყვანილია მატნის არხი, რომელიც 1190 ჰა ფართობს რწყავს.
ლიტერატურა