იზა შალვას ასული გიგოშვილი (დ. 16 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 17 იანვარი, 2003)[1] — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).
ბიოგრაფია
1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1967 იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967–1969 — მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.
გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ალფრედ დე მიუსე „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ნატო (ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“), გრუშე ვაჩნაძე (ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“), ზიტა (გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თამარი (კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვა.
ფილმოგრაფია
გადაღებულია ფილმებში
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო