ივ ლაკოსტი (ფრანგ. Yves Lacoste; დ. 7 სექტემბერი, 1929, ფესი) — ფრანგი გეოგრაფი და გეოპოლიტიკოსი. პარიზი – VIII უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი. 1976 წელს დააარსა გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური ხასიათის ჟურნალი სახელწოდებით „ჰეროდოტე“ (Hérodote). ივ ლაკოსტი არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია „გეოპოლიტიკური ლექსიკონი“ (1993). მისი შრომები ეხება გულაგის, სსრკ-ის ინდუსტრიალიზაციისა და სხვა საკითხებს. ლაკოსტი ფრანგი გეოგრაფის როჟე ბრიუნეს არაერთი თეორიის კრიტიკოსია. არის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.
რესურსები ინტერნეტში
- ↑ AlKindi
- ↑ 2.0 2.1 2.2 Le Maitron — 1964.
- ↑ https://socgeo.com/les-grands-prix-de-la-societe/