ივო ვიქტორი
ივო ვიქტორი 1970 წელს
პირადი მონაცემები დაბადების თარიღი
21 მაისი , 1942 (1942-05-21 ) (82 წლის) დაბადების ადგილი
კრელოვი , ჩეხოსლოვაკია სიმაღლე
177 სმ სათამაშო პოზიცია
მეკარე ახალგაზრდული კარიერა 1956–1960
სპარტაკი შტერნბერკი პროფესიონალური კარიერა* წლები
გუნდი
მატჩი
(გოლი ) 1960–1961
ჟელეზარნი
1961–1962
რუდა ჰვეზდა
1962–1963
სპარტაკი ბრნო
6
(0) 1963–1977
დუკლა პრაღა
310
(0) ეროვნული ნაკრები 1966–1977
ჩეხოსლოვაკია
63
(0) სამწვრთნელო კარიერა 1990–1991
დუკლა პრაღა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ივო ვიქტორი (ჩეხ. Ivo Viktor ; დ. 21 მაისი , 1942 ) — ჩეხი ფეხბურთელი , თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე . იცავდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებას, სადაც 1966–1977 წლებში 63 მატჩი ჩაატარა.
ვიქტორის სანაკრებო დებიუტი 1966 წელს შედგა მარაკანაზე , ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.
მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე . 1976 წელს ის გახდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, ეროვნული გუნდის რიგებში ვიქტორი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და იმავე წელს ოქროს ბურთის გამოკითხვაში მესამე ადგილი აიღო.
საკლუბო დონეზე ის დუკლას ღირსებას იცავდა, სადაც 13 წელი გაატარა.
აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 1990–91 წლების სეზონში ვიქტორი დაუბრუნდა სამუშაოდ დუკლაში, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, თუმცა არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ (მე-11 ადგილი ჩემპიონატში), თანამდებობა დატოვა.[ 1]
მარცხნიდან: ზდენეკ ნეჰოდა, იოზეფ მასოპუსტი , ივო ვიქტორი. 1974
ტიტულები
საკლუბო
დუკლა პრაღა
ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1964, 1966, 1977
ჩეხოსლოვაკიის თასის მფლობელი: 1965, 1966, 1969
ჩეხოსლოვაკია
ევროპის ჩემპიონატი
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო