ივერიის მთა ან იბერიის მთა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში,[1] ფსირცხის დაბალმთიან კირქვულ მასივზე.[2] სიმაღლე ზღვის დონიდან 344 მ. წარმოადგენს მდინარეების მაანიკვარისა და ფსირცხის წყალგამყოფს. აგებულია ძირითადად ცარცულ-პალეოგენური კირქვებით. მწვერვალზე მდებარეობს ანაკოფიის ნანგრევები. ჩრდილო კალთაზე მდებარეობს ახალი ათონის მღვიმე. ივერიის მთის მწვერვალიდან იშლება ფართო ხედი შავიზღვისპირა სანაპიროზე: ბიჭვინთის კონცხიდან სოხუმამდე.[3] მწვერვალისაკენ გზა სერპანტინული ტიპისაა.
სქოლიო