ივანე იანტბელიძე დაბადების თარიღი
14 იანვარი , 1954 (1954-01-14 ) (70 წლის) სამტრედია საქმიანობა
მსახიობი მეუღლე(ები)
ფიქრია ყუშიტაშვილი ჯილდოები
პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2006
ივანე (ვანო) იანტბელიძე (დ. 14 იანვარი , 1954 , სამტრედია ) — ქართველი მსახიობი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული
თეატრის მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1986 ).
ბიოგრაფია
ივანე იანტბელიძე დაიბადა 1954 წლის 14 იანვარს ქალაქ სამტრედიაში . 1971 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1975 წელს კი — შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975 წლიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობია, 2001 წლიდან კი — ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია , ასევე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია სეზონში შესრულებული საუკეთესო სახისათვის „ალალე“ (1987 ) და „ჰენრიხ მეოთხე“ (1993 ), პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ორი ხევსური“ (2006 ).
ფილმოგრაფია
ნათამაშები როლები
თელავის თეატრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო