იბარა (სრული სახელი სან-მიგელ-დე-იბარა, ესპ. San Miguel de Ibarra) — ქალაქი ჩრდილოეთ ეკვადორში, იმბაბურის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ვულკან იმბაბურის ძირში, მდინარე ტაუანდოს მარცხენა ნაპირზე, ქვეყნის დედაქალაქ კიტოდან 70 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ისტორია
ქალაქი 1606 წელს კიტოს სამეფო აუდიენციის პრეზიდენტის, მიგელ დე იბარას ბრძანებით დაარსდა. 1868 წლის მიწისძვრამ იბარის დიდი ნაწილი გაანადგურა. ქალაქი 1872 წლისთვის ხელახლა აშენდა. მიჩნეულია, რომ ინკების იმპერატორი ატაჰუალპა იბარადან 2 კილომეტრში, ინკების დასახლებაში დაიბადა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში