იბაგე (ესპ. Ibagué) — ქალაქი კოლუმბიაში, ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქი, კოლუმბიის მუსიკალური დედაქალაქი.[1] მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კოლუმბიის ანდების ვულკან ნევადო-დე-ტოლიმის სიახლოვეს. მოსახლეობა 650 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[2] იგი 1550 წლის 14 ოქტომბერს ესპანელმა კაპიტანმა ანდრეს ლოპეს დე გალარსამ დააარსა. როგორც ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქში, იბაგეში განთავსებულია ადგილობრივი მმართველი ორგანოები.
იბაგეს ეკონომიკა ერთ-ერთი უდიდესია მთელ კოლუმბიაში და დაგეგმილია ასევე ერთ-ერთი უდიდესი გახდეს მთელ ამერიკის კონტინენტზე,[3] რაც განპირობებულია განვითარების უდიდესი პოტენციალით. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, იბაგე მეორე ადგილზეა კოლუმბიაში, მანისალესის შემდეგ.
იბაგეს ხშირად „კოლუმბიისა და ამერიკის მუსიკალურ დედაქალაქს“ უწოდებენ, რაც ძირითადად ტოლიმის კონსერვატორიის დამსახურებაა.[4] ქალაქში იმართება მრავალი მუსიკალური ფესტივალი.
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო