იან კიონჯონი (დ. 3 მარტი, 1920 — გ. 7 აპრილი, 1992) — კორეელი ჯარისკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა იაპონიის საიმპერატორო არმიაში, წითელი არმიაში და ვერმახტში.[1][2][3][4]
1938 წელს, 18 წლის ასაკში, იანი იყო მანჯურიაში, როდესაც ის გაიწვიეს იაპონიის საიმპერატორო არმიის კვანტუნის გვარდიაში, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრძოდა. იმ დროს კორეა ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. ხალხინ-გოლის ბრძოლების დროს, ის დაიჭირა საბჭოთა წითელმა არმიამ და გაგზავნა გულაგში. რთული სამუშაოს შესრულების გამო მან არჩია 1942 წელს სხვა პატიმრებთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტზე წასულიყო, სადაც საბჭოთა ჯარები გერმანიას ებრძოდნენ.[1][3]
1943 წელს უკრაინაში ხარკოვის მესამე ბრძოლის დროს, იანი შეიპყრეს ვერმახტის ჯარისკაცებმა და აიძულეს ებრძოლა გერმანიისთვის. იანი გაგზავნეს საფრანგეთის ფრონტზე საბჭოთა პატიმრებთან ერთად, რომელსაც „აღმოსავლეთის ბატალიონი“ ეწოდებოდა. 1944 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ანტიჰიტლერულმა კოალიციამ ჩრდილოეთ საფრანგეთი დაიკავა, იანი ამერიკელები დააპატიმრეს. ამერიკებს სჯეროდათ, რომ ის იყო იაპონელი გერმანელის უნიფორმით. კიონჯონი ბრიტანეთში პატიმრების ბანაკში გაგზავნეს, მოგვიანებით კი აშშ-ში გადაიყვანეს, ხოლო ომის შემდეგ გაანთავისუფლეს. იან კიონჯონი ცხოვრობდა ილინოისში, სადაც 1992 წელს გარდაიცვალა.[1][2][3]
სქოლიო