მწვანე ფონი წითელი ვერტიკალური ზოლით, რომელზეც ხუთი ორნამენტი, ორნამენტების ქვემოთ — ზეთისხილის ორი რტო, დროშის ზედა ნაწილში — თურქული და ისლამური სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი ნახევარმთვარე და მის ზემოთ ხუთი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
თურქმენეთის დროშა[1] (თურქმ.Türkmenistanyň baýdagy/Түркменистаның байдагы) — თურქმენეთის ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 2001 წლის 24 იანვარს.
აღწერა და ისტორია
თურქმენეთის დროშა მსოფლიოს ქვეყნების დროშებს შორის ყველაზე დეტალურია. იგი წარმოადგენს მწვანე ფონს წითელი ვერტიკალური ზოლით, რომელზეც ხუთი ორნამენტი, ორნამენტების ქვემოთ — ზეთისხილის ორი რტო გაეროს დროშის მსგავსად, დროშის ზედა ნაწილში — თურქული და ისლამური სიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი ნახევარმთვარე და მის ზემოთ ხუთი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. ნახევარმთვარე განასახიერებს ქვეყნის ნათელი მომავლის იმედს, ხოლო ვარსკვლავები — თურქმენეთის ხუთ პროვინციას (ველაიეთი) — ახალის, ბალკანის, დაშოგუზის, ლებაპის და მარის ველაიათებს. დროშაზე გამოსახული ორნამენტები თურქმენთა ტომების სიმბოლოა. ზეთისხილის რტოები დროშის ერთ-ერთი დამატებითი ნაწილია. იგი 1995 წლის 12 დეკემბერს, თურქმენეთის „მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის“ ნიშნად, ჰერალდიკის წესების დარღვევით, გაეროს გენერალური ასამბლეამ დაამატა.