რეაქციები გადატრიალების მცდელობაზე მეტწილად იყო გადატრიალების წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. თურქეთის ძირითადმა ოპოზიციური პარტიებმა დაგმეს გადატრიალების მცდელობა, ხოლო რამდენიმე საერთაშორისო ლიდერმა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, მოუწოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების და მისი არჩეული ოფიციალური პირების პატივისცემისკენ.[19]გაეროს უშიშროების საბჭომ განცხადებაში დაგმო გადატრიალების მცდელობა.[20]
მოქმედმა ხელისუფლებამ სწრაფად განაცხადა მეამბოხეების მარცხი და დაიწყო ამ გადატრიალების მცდელობაში ჩართული პირების გამოძიება. პირველი ოფიციალური რეაქცია დაფიქსირდა პრემიერ-მინისტრბინალი ილდირიმისგან, რომელმაც 16 ივლისს, დღის პირველ საათზე, მედიასთან განცხადებაში აღნიშნა, რომ სიტუაცია „მთლიანად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“. ამას მოჰყვა მასობრივი დაპატიმრებები, სადაც დააკავეს მინიმუმ 6000 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 2 839 ჯარისკაცი და 2 745 მოსამართლე.[21][22][23] გადატრიალების მცდელობის გამო, პრეზიდენტერდოღანმა დაადანაშაულა ჯარისკაცები, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენისმოძრაობასთან არიან დაკავშირებულნი, რომელიც თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია სახელწოდებით „Feto“, თუმცა, მოძრაობის სულიერმა ლიდერმა და აშშ-ში გადასახლებულმა სასულიერო პირმა ფეთჰულაჰ გიულენმა, დაგმო გადატრიალების მცდელობა და უარყო რაიმე კავშირი მასთან,[24] ხოლო საპასუხოდ დაადანაშაულა ერდოღანი, როგორც გადატრიალების შესაძლო დამკვეთი.[25][26][27]
ისტორია
ქემალიზმი
1946 წელს თურქეთში მრავალპარტიული სისტემა შემოიღეს, ხოლო თურქეთის შეიარაღებული ძალებმა (TSK) სასამართლოსთან ერთად, თავის მოვალეობაში ჩათვალა ამ სისტემის მფარველობა, ქემალისტური იდეალების და თურქეთის ნაციონალისტური სახელმწიფოს დაცვა, რომელიც ათათურქმა შემოიღო პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ისლამს უფრო დიდი როლის მინიჭებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ეწინააღმდგება სეკულარიზმის იდეოლოგიას. სამხედრო და სასამართლო ხელისუფლება რეგულარულად ერეოდა პოლიტიკაში, ბლოკავდა ან კრძალავდა კონსერვატიული თურქების პოპულარულ პარტიებს, ცდილობდა შეეზღუდა ტრადიციული რელიგიური პრაქტიკა, როგორიცაა მაგალითად, ქალებისთვის თავსაფრის გაკეთების აკრძალვა, რომელიც ისლამშია მიღებული. თურქეთის ისტორიაში სამხედროებმა ოთხჯერ ჩამოაგდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, 1960 წელს და 1980 წელს სახელმწიფო გადატრიალების გზით, ხოლო 1971 წელს და 1997 წელს მემორანდუმით, გარდა ამისა, აიკრძალა რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური პარტიებიც. 1998 წელს ერდოღანი დააპატიმრეს, რომელიც იმ დროს სტამბოლის მერი იყო, ასევე აუკრძალეს პოლიტიკური ცხოვრება, რამდენიმე წლით ადრე, მის მიერ საჯაროდ წაკითხული ლექსის გამო. 2007 წელს, სამხედროებმა გამოხატეს უყმაყოფილება აბდულა გიულის, რომელიც სგპ-ს კანდიდატი იყო, თურქეთის პრეზიდენტად არჩევისთვის და გამოსცეს ელექტრონული მემორანდუმი, მაგრამ გიული საბოლოოდ აირჩიეს პრეზიდენტად, როდესაც სგპ-მ მოიგო რეფერენდუმი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და დაბრუნდა უკან პარლამენტში დიდი უმრავლესობით.[28]
ერგენექონის საქმე
2016 წლის გადატრიალების მცდელობამდე, მოხდა ერგენექონის საქმის სასამართლოები, რომელიც განიხილებოდა, როგორც მცდელობა თურქეთის სამოქალაქო ლიდერების, პრეზიდენტ ერდოღანის თავადობით, დაამყარონ კონტროლი სამხედროებზე.[28][29]2013 წლის კვლევებში ამ საქმის სასამართლო განიხილება, როგორც "სენსაციური" და "ერთ-ერთი ყველაზე დიდი თურქულ ისტორიაში""[29], როდესაც 275 ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები, ჟურნალისტები, იურისტები და მეცნიერები, ბრალად დაედოთ გადატრიალების მომზადების 2003 და 2004 წლებში, როგორც ნაწილი საიდუმლო ქსელის სახელწოდებით "ერგენექონი", რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრისერდოღანის წინააღმდეგ იყო მიმართული.[29] გარდა ამისა, ზოგიერთ სამხედრო ოფიცერს ბრალად ედებოდათ ცალკე გადატრიალების მომზადებაც, სახელწოდებით "ბალიოზის საქმე".[29] პარალელურად, ერდოღანმა ხელი შეუწყო უფრო დაბალი რანგის ოფიცრების სამხედრო ჯაჭვით ამაღლებას, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო შტაბის უფროსის ერთგულებას მისსადმი, რითაც არმია გახდებოდა დემორალიზებული.[30]
2013 წელს, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტომ დააკავა რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასევე თურქეთის მთავრობის წევრების ახლო ნათესავები, რაც გამოიწვია 2013 წლის კორუფციული სკანდალი, ამის გამო ერდოღანი გააკრიტიკეს. ანტიკორუფციული დაკავები აღინიშნა, როგორც დაძაბულობის წყარო გიულენისტებსა, ერდოღასა და სგპ-ს შორის.[32] სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, ზოგიერთმა გადატრიალების ლიდერმა მოიყვანა კორუფციის საქმე, როგორც მიზეზი მათი ქმედებების.[33]
იმუნიტეტის კანონპროექტი
13 ივლისს, ორი დღით ადრე გადატრიალების მცდელობამდე, ერდოღანმა მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელიც აძლევს თურქ ჯარისკაცებს იმუნიტეტს დევნისგან, რომლებიც მონაწილეობენ შიდა უსაფრთხოების დაცვის ოპერაციებში, ხოლო დაბალი რანგის ჯარისკაცებს უფლებას აძლევს დაინიშნონ პროვინციის გამგებლად. იმუნიტეტის კანონპროექტი განიხილება, როგორც ნაწილი განმუხტვის პოლიტიკის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც უფრო მეტად იღებს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ ვიდრე პოლიცია და შეიარაღებული რაზმები.[34]
თურქეთის პრემიერ-მინისტრმაბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მიმდინარე სამხედრო ქმედება „მიღებულია სამხედრო სტრუქტურული ჯაჭვის გარეთ“ და ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდების „უკანონო მცდელობა“, „სამხედროების ერთი ნაწილის მიერ“.[37] მან ასევე განაცხადა, რომ ამის ჩამდენებს „ეს ძვირად დაუჯდებათ“.[38] ადგილობრივი მედია ასევე გააშუქა, თუ როგორ შედიან ტანკები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში.[39] გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიბლოკა წვდომა Twitter-ზე, Facebook-სა და YouTube-ზე თურქეთის ინტერნეტ მომხმარებლებს.[40][41] Twitter-მა მოგვიანებით განაცხადა, რომ ისინი „არ ფიქრობენ და არ აქვთ მიზეზი იმისა, რომ Twitter-ი მთლიანად დაიბლოკა“.[42] მეამბოხეებმა აიყვენეს რამდენიმე მძევალი თურქეთის სამხედრო შტაბში, მათ შორის თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი.[43] დაახლოებით 21:00 საათზე, მეამბოხეებმა თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაური სალიჰ ზეკი ჩოლაკი სამხედრო შტაბში მოიწვიეს. როდესაც ის მივიდა შტაბში, იგი მაშინვე დააკავეს.[44] აბიდინ უნალი, რომელიც თურქეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელია, გაიტაცეს ჯარისკაცებმა, რომლებიც ჩამოფრინდნენ ვერტმფრენით, როდესაც იგი ესწრებოდა ქორწილს სტამბოლში.[45] მეამბოხეებმა ცდილობდნენ აეძულად აქარი, რომ ხელი მოეწერა გადატრიალების დეკლარაციას, რომელსაც ახჩობდნენ ქამარის გამოყენებით. მისი უარის შემდეგ, ის და სხვა მხედართმთავრები გადაიყვანეს შტაბ-ბინიდან აქინჯის ავიაბაზაზე.[46] სამხედროებმა ასევე შევიდნენ სგპ-ს პარტიის სტამბოლის ოფისებში და იქ მყოფი პირებს სთხოვეს დაეტოვებინად ოფისი.[47]
დაახლოებით ღამის 11:00 საათიდან დღის 12:00 საათმადე, ამბოხებულების ვერტმფრენებმა დაბომბეს პოლიციის სპეცრაზმის შტაბი და პოლიციის საჰაერო ძალების შტაბ-ბინა გიოლბაშიში, ანკარა. თავდასხმების დროს დაიღუპა 42 და დაშავდა 43 ადამიანი. ასევე თავს დაესხნენ გიოლბაშიშითურქსათის შტაბ-ბინას, სადაც დაიღუპა ორი უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი.[50][51]
ღამის 12:02 საათზე, Reuters-მა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკაცები იმყოფებიან თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) შენობაში, ანკარაში. გადატრიალების მცდელობის დროს, ჯარისკაცებმა აიძულეს ტელევიზიის წამყვანს ტიჟენ ქარასს წაეკითხა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „დემოკრატიული და სეკულარული კანონის უზენაესობა უკვე დაინგრა დღევანდელი ხელისუფლების დროს“ და რომ თურქეთი სათავეში მოვიდა თურქეთის მშვიდობის საბჭო, რომელიც "უზრუნველმყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას".[53] განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მთლიანად აკონტროლებენ და განაგებენ ყველა სტრატეგიულ ადმინისტრაციულ შენობებს, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენის მიზნით, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის და ზოგადი უსაფრთხოების აღსადგენად, რომელიც არ არის დაცული. [...] აგრეთვე ყველა საერთაშორისო შეთანხმებები კვლავ ძალაშია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კარგი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან გაგრძელდება“.[54][55] მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათ „ეს გააკეთეს იმის გამო, რომ შენარჩუნდეს დემოკრატიული წესრიგი და კანონის უზენაესობა, რომელიც პრიორიტეტულია“. განცხადებაში ასევე მიღებულია დროებითი სამხედრო მდგომარეობა, აგრეთვე ყველაზე უმოკლეს დროში მზად იქნება ახალი კონსტიტუცია.[56][57] ამის შემდეგ TRT გაითიშა.[54]
შემდეგ „მშვიდობის საბჭომ“ განაცხადა, რომ საბჭოს თავმჯდომარეა მუჰარემ ქიოსე.[58]
მთავრობის რეაგირება და კონფლიქტი
თურქეთის პრეზიდენტისსასახლეში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი საზღვარგარეთ შვებულებაშია და უსაფრთხოდაა, ასევე მან დაგმო გადატრიალების მცდელობა, როგორც დემოკრატიაზე თავდასხმა.[39][54] საპრეზიდენტო წყარომ ასევე განაცხადა, რომ ერდოღანი და მისი მთავრობა კვლავ ხელისუფლებაშია.[56] პირველი შეტყობინება ერდოღანისგან გადაეცა დაახლოებით ღამის 12:23 საათზე.[59] დაახლოებით ღამის 1:00 საათზე, ერდოღანმა FaceTime-ს საშუალებით CNN Türk-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან მოუწოდა თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ, სამხედრო კომენდანტის საათის მიუხედავად, ასევე მან თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ "არ არსებობს ძალა უფრო მაღალი, ვიდრე ძალა მოსახლეობისა. დაე, გააკეთონ რაც უნდათ მოედნებსა და აეროპორტებში."[60] ვიცე პრემიერ-მინისტრი ნუმან ქურთულმუში გამოჩნდა პირდაპირ ეთერში და განაცხადა, რომ თურქეთის მმართველი პარტია სგპ (AKP), ისევ მთავრობაშია.[56]ანკარის მერმა, მელიჰ გიოქჩექმა, რომელიც სგპ-ს (AKP) წევრია, მოუწოდა ხალხს ქალაქის ქუჩებში გამოსვლისკენ, მიუხედავად სამხედროების მიერ დაწესებული კომენდანტის დროისა.[41] ერდოღანის თვითმფრინავი აფრინდა დალამანის აეროპორტიდან, რომელიც მდებარეობს მარმარისის ახლოს, ღამის 11:47 საათზე, მაგრამ იძულენული იყო დაელოდა ჰაერში ათათურქის აეროპორტი სამხრეთით, სანამ უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხოების ზომები აეროპორტში. მისი თვითმფრინავი შეძლო დაშვება მიწაზე მხოლოდ ღამის 2:50 საათზე.[61]
პირველი არმიის გენერალური სარდლობა სტამბოლში განაცხადა, რომ TSK მხარს არ უჭერს გადატრიალებას და დამნაშავეები წარმოადგენენ ძალიან მცირე ფრაქციას, რომელიც მოექცევიან კონტროლს ქვეშ.[62]სტამბოლის ათათურქის აეროპორტი დაკეტილი იყო; ყველა რეისები აეროპორტიდან გაუქმდა.[63] აფეთქება მოხდა TRT შტაბ-ბინაში, ასევე დაფიქსირდა სროლა ანკარაში. ამის შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობა და პოლიცია შეიჭრნენ კომპანიაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ჯარისკაცი "გაანეიტრალეს". შემდეგ, არხი დაიწყო მაუწყებლობა და ქარასი, რომელმაც ადრე გამოაცხადა "გადატრიალების განცხადება", განაცხადა, რომ იგი მძევლად იყო აყვანილი და იძულებულად წაიკითხა "გადატრიალების დეკლარაცია", იარაღის მუქარის ქვეშ.[64]
ღამის 1:00 საათზე, ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა დატოვეს ათათურქის აეროპორტი, მაგრამ 1:13 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანკები რჩებოდნენ აეროპორტის შიგნით და ისმოდა სროლის ხმა.[52]
ტანკებმა ცეცხლი გახსნეს თურქეთის პარლამენტის შენობის მახლობლად.[54] პარლამენტის შენობა ასევე დაზარალდა ავიადარტყმების საშუალებით.[65]ბოსფორის ხიდზე სროლის დროს დაშავდნენ მომიტინგეებიც.[56]
ვერტმფრენი, რომელიც მეამბოხეების ხელში იყო, თურქეთის სამხედრო F-16 გამანადგურებელმა ჩამოაგდო.[66] ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო თვითმფრინავები დაფრინავენ ანკარის ცაზე, მეამბოხეების ვერტმფრენების "გასანეიტრალებლად".[56]
ღამის 3:08 საათზე, სამხედრო ვერტმფრენმა თურქეთის პარლამენტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამავე დროს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავის ვებ-გვერდზე განათავსეს განცხადება, რომ ისინი სრულად აკონტროლებენ ქვეყანას.[67] თუმცა, ღამის 3:12 საათზე, ილდირიმმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სიტუაცია მთავრობის კონტროლის ქვეშაა და რომ ანკარის ცა გამოცხადდა არასაფრენ ზონად, ხოლო ყოველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც დაარღვევს მას, ჩამოაგდებენ.[68]
ღამის 3:23 და 3:33 საათზე, თურქეთის პარლამენტი კვლავ დაიბომბა,[69] ხოლო მეამბოხეების ვერტმფრენი მასთან ახლოს დაინახეს. ნახევარი საათის შემდეგ გაირკვა, რომ პარლამენტზე თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა, ამავე დროს ჯარისკაცები შევიდნენ CNN Türk-ის შტაბ-ბინაში და აიძულეს არხის გათიშვა.[54][56][69] ერთი საათის შემდეგ, როდესაც პოლიციამ დააკავა გადატრიალების მომხრე ჯარისკაცები, CNN Türk-მა განაახლა მაუწყებლობა.[70]
დაახლოებით 4:00 საათზე, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა დატოვა სასტუმრო მარმარისში, ორი ან სამი ვერტმფრენი დაესხა სასტუმროს. თვითმხილველთა ჩვენებით, ათი ან თხუთმეტი შეიარაღებული ჯარისკაცი დაეშვა სასტუმროზე და გახსნეს ცეცხლი. თავდასმის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა და 8 დაშავდა.[71][72]
რელიგიური საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ რელიგიური დაკრძალვის მომსახურებით უზრუნველყოფას დაღუპულ მეამბოხეებს.[74]
გადატრიალების მცდელობის შემდეგ
საბერძნეთში გაქცეული ჯარისკაცები
2016 წლის 16 ივლისს, დღის 12:42 საათზე (UTC+3), თურქულმა სამხედრო ვერტმფრენმა გაუგზავნა ავარიული სიგნალი და მოითხოვა საბერძნეთის ხელისუფლებას საგანგებო დაშვების ნებართვა, ხოლო 8 წუთში (12:50) ვერთმფრენი დაეშვა ალექსანდრუპოლისისაეროპორტში,[75] ვერთმფრენს ამ დროს ორი ბერძნული F-16 აკონტროლებდა, პროცედურის მიხედვით.[76] პირველადი ინფორმაციით, ვერთმფრენის მგზავრები იყვნენ შვიდი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ყველა სამხედრო პირია. ასევე სამხედრო პირებმა მოხსნეს თავისი სამკერდე ნიშნები ფორმებიდან, რაც შეუძლებელი გახადა მათი წოდების გაგება.[77][78] ქვეყანაში უკანონოდ შესვლის ბრალდებით ყველა დააპატიმრეს. მეორე დღეს ვერთმფრენი დაუბრუნეს თურქეთს, ხოლო სამხედროებმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს საბერძნეთის ხელისუფლებას.
პრეზიდენტის სტამბოლში ჩამოსვლის შემდეგ
მას შემდეგ, რაც ერდოღანი ჩამოფრინდა სტამბოლში, მან პირველი სატელევიზიო გამოსვლა აეროპორტის შიგნით გამართა, დაახლოებით დილის 4:00 საათზე, რა დროსაც ათასობით ადამიანი აეროპორტის გარეთ შეიკრიბა. აეროპორტში შეკრებილი მხარდამჭერების წინ სიტყვით გამოვიდა დაახლოებით 6:30 საათზე.[52][79] მისი თქმით: "თურქეთის შეიარაღებული ძალები არ მართავს სახელმწიფოს და სახელმწიფოს მეთაურებს. მათ ეს არ შეუძლიათ. ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა "პენსილვანიაში მყოფი კაცი" (მინიშნებაა ფეთჰულაჰ გიულენზე, რომელიც ცხოვრობს საილორსბურგში (პენსილვანია), და მისი მოძრაობა).[80][81][82] მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს "არმიის გაწმენდას" და რომ "ეს აჯანყება არის ღვთის საჩუქარია ჩვენთვის".[83] სახელმწიფოს ახალი ამბების - ანატოლიის სააგენტომ დაასახელა ყოფილი პოლკოვნიკი მუჰარემ ქიოსე, რომელიც 2016 წლის მარტში იყო დათხოვნილი არმიიდან სავარაუდო გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო, როგორც გადატრიალების ეჭვმიტანილი ლიდერი.[84][85] თუმცა, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ასოცირდება გიულენის მოძრაობასთან, გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ ფეთჰულაჰ გიულენი გმობს ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, ხოლო ერდოღანის ბრალდებები მის და მისი მოძრაობის მიმართ "ძალიან უპასუხისმგებლო" უწოდა.[86] შემდეგ გიულენმა თავად განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ: "როგორც ადამიანი, რომელიც განიცადა მრავალი სამხედრო გადატრიალება 50 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია ჩემი დადანაშაულება რაიმე კავშირში ამგვარ მცდელობასთან. მე კატეგორიულად უარვყოფ ამ ბრალდებებს."[87]
Reuters იტყობინება, რომ 16 ივლისის გამთენიისას, სახელმწიფო გადატრიალება "დაიმსხვრა", როდესაც ხალხის მასები სამხედროებს წინ აღუდგნენ და შეიკრიბნენ სტამბოლის და ანკარის ძირითად მოედნებსა და სკვერებში, გადატრიალების წინააღმდეგ.[79] ამის შემდეგ, როიტერის ცნობით, მეამბოხე ჯარისკაცები ჩაბარდნენ პოლიციას ტაქსიმის მოედანზე, სტამბოლში.[79] გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5:18 საათზე, ათათურქის აეროპორტი სრულიად კონტროლირდება მთავრობის მიერ, ხოლო პოლიციამ ალყაში მოაქცია თურქული არმიის შტაბი, სადაც იმყოფებოდნენ მეამბოხეები და მოუწოდებდნენ მათ ჩაბარებისკენ. 6:00-8:00 საათებს შორის, ადგილი ჰქონდა შეტაკებებს აქ. სანამ აქარი მძევლად იყო მეამბოხეებთან, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად დაინიშნა უმით დიუნდარი, რომელიც მანამდე პირველი არმიის ხელმძღვანელი იყო.
16 ივლისის გამთენიისას, ჯარისკაცებმა, რომლებიც დაბლოკეს ბოსფორის ხიდი, პოლიციას ჩაბარდნენ.[88]ანატოლიის სააგენტოს ინფორმაციით, ჯარისკაცების ჯგუფი 50 ჯარისკაცისგან შედგებოდა. ზოგიერთი ჯარისკაცი საზოგადოების მხრიდან ლინჩის წესით გასამართლდა,[89] პოლიციის ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც ჰაერში გაისროლეს ჯარისკაცების დაცვის მიზნით.[90][91][92] იმავდროულად, თურქეთის არმიის შტაბში 700-მდე უიარაღო ჯარისკაცი ჩაბარდა, იმ დროს, როდესაც, პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია, სადაც კიდევ 150 შეიარაღებული ჯარისკაცი იყო. გამთენიისას, ასევე TRTსტამბოლის შენობაც განთავისუფლდა მეამბოხეებისგან.[93] თურქეთის არმიის შტაბის უფროსის აქარი, რომელიც მძევლად იყო აყვანილი მეამბოხეების მიერ, ასევე გაათავისუფლეს სამთავრობო ძალების სპეცოპერაციის დროს.[94]
მარცხის მიზეზები
გადატრიალების ჩაშლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია – ქაოსი პუტჩისტებს შორის. თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MIT) ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანმა გაიგო გადატრიალების შესახებ და ამიტომ პუტჩისტებმა იძულებული გახდნენ მოაწყონ გადატრიალება ექვსი საათით ადრე. გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, გენერალი სემიჰ თერზი მოკლა უმცროსმა ოფიცერმა პუტჩის დაწყებისას, ეს გამოიწვია ამბოხებულებს დემორალიზება მართვისა და კონტროლის საკითხში. ამ ორი შემთხვევის შედეგად, გადატრიალება ხორციელდებოდა არაკოორდინირებული წესით.[95] შეიარაღებული ძალების ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ პუტჩისტებს და საჯაროდ მიმართეს ყველა პერსონალს, რომ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ყაზარმებში.[96] პუტჩისტები მოქმედებდნენ სამხედრო ჯაჭვის გარე, ამიტომ მათ აკლდათ კოორდინაცია და რესურსები, რომ მიახწიონ თავიანთ მიზნებს. გაწვეული ჯარისკაცები, რომლებიც ამბოხებულებმა გამოიყვანეს, არ იცოდნენ ჭეშმარიტი მიზანი მათი მისიის, რაც საბოლოოდ მათი დემორალიზება გამოიწვია. ბევრი, სროლის ნაცვლად, დემონსტრანტებს ჩაბარდა.[97]სტამბოლის პირველი არმიის მეთაურმა, გენერალმა უმით დიუნდარმა, პირადად დაურეკა ერდოღანს და გააფრთხილა ამბოხზე და დაარწმუნა იგი, რომ დატოვოს სასტუმრო სადაც იმყოფება, ასევე დაეხმარა მას სტამბოლში ჩამოსვლაში.[98] ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციამ მოაბილიზა საზენიტო იარაღებიც, რომლებზეც პუტჩისტები არაფერი იცოდნენ.[95]
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადატრიალება მარცხით დამთავრდა იმიტომ (სამხედრო სტრატეგის ედვარდ ლუტვაკის თანხმად), რომ ამბოხებულებმა ვერ გაანეიტრალეს ერდოღანი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მოკვლის ან დაკავების გზით.[99] პუტჩისტების მიერ სპეციალური ძალების ერთეული გაიგზავნა ვერტმფრენით პრეზიდენტის მოსაკვლავად ან დასაკავად, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგან რამდენიმე წუთით ადრე მისი ევაკუაცია მოხდა. მას შემდეგ, რაც ერდოღანი დაეშვა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში (რომელიც უკვე დაიბრუნეს ამბოხებულებისგან მისმა მხარდამჭერებმა), გადატრიალება განწირული იყო.[100] სამხედრო წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე მეამბოხე F-16 ტიპის ბომბდამშენი გაიგზავნა ერდოღანის საპრეზიდენტო თვითმფრინავის ჩამოსაგდებლად სტამბოლში, მაგრამ არ ჩამოუგდიათ.[101] მოგვიანებით თურქეთის კონტრტერორისტული სამსახურის ოფიციალური პირის ინფორმაციით გაირკვა,[102] რომ გამანადგურებლებმა იმიტომ არჩამოაგდეს პრეზიდენტ ერდოღანის თვითმფრინავი, რადგან Gulfstream IV-ის[103] პილოტმა აცნობა, თითქოს რეისი (საპრეზიდენტო) ეკუთვნოდა თურქეთის ავიახაზებს.
ნაუნიჰალ სინხის თანახმად, გადატრიალება ასევე ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ პუტჩისტებმა ვერ გააკონტროლეს მასმედია. წარმატებული გადატრიალება მოითხოვს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კონტროლირდებოდნენ ამბოხებულების მიერ.[96] ეს საშუალებას აძლევს პატარა მეამბოხე კონტინგენტებსაც კი წარმოაჩინონ თავი, როგორც მთლიანად მაკონტროლებელ ძალად და მათი გამარჯვება გარდაუვალია. ამით, ისინი არწმუნებენ საზოგადოებასთან ერთად ნეიტრალურ ჯარისკაცებსაც, რომ არ გაუწიონ მათ წინააღმდეგობა. ამბოხებულებმა სათანადოდ ვერ გამოიყენეს ეთერი მათი შეტყობინებების ეფექტურად გაშუქებისთვის.[96] მეამბოხეებმა ასევე ვერ შეძლეს თურქსათის ხელში ჩაგდება, რომელიც თურქეთის მთავარი საკაბელო და სატელიტური კომუნიკაციების კომპანიაა, ისევე როგორც ვერ მოიპოვეს კონტროლი ქვეყნის სატელევიზიო და მობილური სატელეფონო ქსელებზე. ეს დაეხმარა ერდოღანს მისი Facetime ზარისთვის და ტელევიზიით საუბარისთვის.[95]
სამთავრობო ძალებმა ასევე გაუგზავნეს თურქეთის ყოველ მოქალაქეს ტექსტური შეტყობინება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდეს გააპროტესტონ გადატრიალების მცდელობა.[100] მთელი ღამის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეჩეთების მინარეთებიდან ისმოდა ლოცვის ხმა, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანებს წინააღმდეგობა გაეწიათ მეამბოხეებს.[100][104][105] ტრადიციულად მინარეთებიდან ლოცვა იკითხება დაკრძალვის ან დღესასწაულის დროს. ამ მოვლენამ ასევე ხელი შეუწყო სამთავრობო ძალებს.[106]
გადატრიალების ინიციატორევი დაიწყეს გადატრიალება დროზე ადრე, როდესაც მიხვდნენ, რომ მათი გეგმები უკვე ცნობილია მთავრობას.[107] მაგრამ, რომ გადატრიალება დაწყებული იყო თავის დროზე ანუ შუა ღამეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ეძინებოდა და ქუჩები ძირითადად ცარიელი იქნებოდა.[108]
შედეგები
დაპატიმრებები და რეპრესიები
გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამოქალაქო სამსახურებში დაიწყო გასუფთავების დიდი პროცესი, მანამდე პრეზიდენტი ერდოღანი აფრთხილებდა თავის ოპონენტებს, რომ "მათ ეს ძვირად დაუჯდებათ." ნიუ-იორკ ტაიმზთან ერთად რამდენიმე სხვა დასავლური მედია, როგორიცაა The Economist,[109] აღწერა მიმდინარე წმენდა, როგორც ნაბიჯი "კონტრ-გადატრიალებისკენ", ასევე პრეზიდენტისთვის: "ეს არის საშუალება, რომ გაწმინდოს თურქული საზოგადოება განსხვავებული აზრის მქონეებისგან". 2016 წლის 20 ივლისის მონაცემებით, ე.წ. გაწმენდის პროცესი შეეხო 45 000 სამხედრო პირს, პოლიციელს, მოსამართლეს, გუბერნატორს და სამოქალაქო მოსამსახურეს, რომლებიც დააპატიმრეს ან დაითხოვეს, მათ შორის 2 700 მოსამართლე, 15 000 მასწავლებელი და ყოველი უნივერსიტეტის დეკანი ქვეყანაში.[110]
ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანმა დაადანაშაულა, როგორც შეთქმულების ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზატორი, სასტიკად დაგმო გადატრიალების მცდელობა და უარყო თავისი რაიმე როლი. "მე ძლიერ ვგმობ სამხედრო ამბოხს თურქეთში" განაცხადა მან ელექტრონული ფოსტით, რომელიც ნიუ-იორკ ტაიმზმა გამოაქვეყნა. განცხადებაში ასევე ნათქვამია: "ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, და არა ძალით. მე ღმერთს ვევედრები თურქეთისთვის, თურქი ხალხისთვის და ყველა მათთვის ვინც თურქეთშია, რომ ეს სიტუაცია მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარდეს. როგორც ადამიანი, რომელიც განიცადა მრავალი სამხედრო გადატრიალება, ბოლო 50 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია ჩემი დაადანაშაულება რაიმე კავშირში ამ ამბოხთან. მე კატეგორიულად უარვყოფ ამ ბრალდებებს."[87]
ამბოხის მეორე დღეს პრეზიდენტმა ერდოღანმა სთხოვა შეერთებულ შტატებს გიულენის ექსტრადირებას: "მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც იყო გადატრიალების მცდელობა. გადმოგვეცით ეს კაცი პენსილვანიიდან თურქეთში! ბოლოს და ბოლოს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ თუ მოდელის პარტნიორები, გააკეთედ რაც საჭიროა."[112] ხოლო პრემიერ-მინისტრმაილდირიმმა დაიმუქრა ომით ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მხარს დაუჭერს გიულენს.[113]თურქეთის შრომის მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ: "გადატრიალების უკან ამერიკა დგას".[114]
სგპ-ს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გადასახლებულ სასულიერო პირს გიულენს, რომელიც ცხოვრობს პენსილვანიაში, სახელმწიფო მდივანმა კერიმ სთხოვა თურქეთის მთავრობას: "წარმოადგინეთ ჩვენთვის რაიმე ლეგიტიმური მტკიცებულება, რომ გაუძლოს კრიტიკას და განხილვას, სანამ ჩვენ მივიღებთ ექსტრადიციის მოთხოვნას".[115]
ბელგიის ქალაქ ბერინგენში, ერდოღანის აგრესიული მხარდამჭერები თავდასხმა სცადეს გიულენის მოძრაობის შენობაზე. პოლიციამ წყლის ჭავლის მეშვეობით დაარბია აქცია.[116]
ეჭვმიტანილები ამბოხში
პრო-სამთავრობო თურქული გაზეთის Yeni Şafak თქმით, გამოძიებამ დადგინდა, რომ ნატოსავღანეთის მისიის ყოფილი მეთაური და ახლა პენსიაზე, აშშ-ს არმიის გენერალი ჯონ ფ. კამპბელი, ამბოხის ორგანიზატორი პირია.[117][118]
გენერალ-მაიორი ჯაჰით ბაქირი, ვინც მეთაურობდა თურქეთის შეიარაღებული ძალები კონტინგეთს ნატო-ს ეგიდით ავღანეთში და ბრიგადის გენერალი შენერ თოფუჩი, უკვე დააკავს დუბაიში ამბოხთან დაკავშირებით.[119]
გენერალური აქინ იოზთურქი, თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა ამბოხში, ამავე ბრალდებით დააკავეს.[120] იოზთურქი უარყოფს ბრალდებებს.
გენერალური ადემ ჰუდუთი, რომელიც მეორე არმიის მეთაურია და გენერალური ერდალ იოზთურქი, რომელიც მესამე არმიის მეთაურია, ასევე დააკავეს.[121]
ინჯირლიკის ავიაბაზა
ამერიკის საკონსულომ თურქეთში გასცა რეკომენდაცია აშშ-ს მოქალაქეებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ვიზიტი ინჯირლიკის ავიაბაზაზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ თურქეთში, სადაც განლაგებულია დაახლოებით 50 ბირთვული ბომბი,[122] სანამ ბაზა არ დაბრუნდება "ჩვეულებრივი რეჟიმზე".[123][124] განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევს ნებას საჰაერო ბაზის გამოყენებისთვის და აგრეთვე ბაზას ელექტროენერგია არ მიეწოდება. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებს ინჯირლიკის ავიაბაზასსირიაში ინტერვენციისთვის.[125][126] დაახლოებით 1500-მდე ამერიკელი პერსონალი განთავსებულია ბაზაზე.[127]
24 საათის შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ ავიაბაზა დაიხურა, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ბაზა და მისი საჰაერო სივრცე ხელახლა გაიხსნა სამხედრო თვითმფრინავებისთვის და რომ ამერიკული თვითმფრინავები განაახლეს ოპერაციები.[128]
სიკვდილით დასჯის საკითხი
დაპატიმრებების შემდეგ, ათასობით მომიტინგეებმა აქციების დროს, მოითხოვეს სიკვდილით დასჯის დაწესება, დაკავებული მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც სკანდირებდნენ: "ჩვენ გვინდა სიკვდილით დასჯა!". პრეზიდენტ ერდოღანმა უკვე ღიაად დაუჭირა მხარი სიკვდილით დასჯაზე და აღნიშნა, რომ: "დემოკრატია არის ის, რაც ხალხს სურს, ხოლო ჩვენ შევასრულებთ მას". თურქეთის ხელისუფლებას არ დაუსჯია არავინ სიკვდილით 1984 წლიდან, მაგრამ იურიდიულად სიკვდილით დასჯა გააუქმა მხოლოდ 2004 წელს, როგორც წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების.
ევროკავშირის ოფიციალური პირები იყვნენ ლოიალურები ოპოზიციის რეპრესიების დროს, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან მარკ ერომ აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა უნდა იმუშაოს კანონის ფარგლებში, რომ დავიცვას ევროპის დემოკრატიული პრინციპები.[129] გარდა ამისა, 2016 წლის 18 ივლისს, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანას არ მიიღებენ ევროკავშირში "თუ მის არსენალში ექნება სიკვდილით დასჯა".[130][131] უფრო მეტიც, გერმანელმა პრესმდივანმა, შტეფენ ზეიბერთმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის უკან დაბრუნებით დასრულდება თურქეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან.[132]
თურქეთი ევროპის საბჭოს წევრია და მოახდინა ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა კონვენციის“ (ECHR) რატიფიცირება, როგორც ნაწილი მისი წევრობის. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს სიკვდილით დასჯას. ამიტომ, თურქეთი იურიდიულად ვალდებული არ შემოიღოს სიკვდილით დასჯა.[133]
თურქი ჯარისკაცების პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა
2016 წლის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რამდენიმე თურქმა სამხედრო პერსონალმა სთხოვეს საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუმ, მოითხოვა მათი ექსტრადიცია. თავიდანვე, საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ისინი ბერძნული და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით მოიმოქმედებენ". რვა თავშესაფრის მაძიებელი 6 დღის მანძილზე ალექსანდრუპოლისში რჩებოდნენ, სანამ 22 ივლისს მათ ათენში არ გადაიყვანეს, უსაფრთხოების მიზეზების გამო. ეს ინციდენტი ფართოდ შუქდება საერთაშორისო და განსაკუთრებით, ბერძნული და თურქული საინფორმაციო საშუალებებით. ექსტრადიციის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
საგანგებო მდგომარეობა
2016 წლის 20 ივლისს, პრეზიდენტერდოღანმა, თურქეთის კონსტიტუციის 120-ე მუხლზე დაყრდნობით, გადატრიალების მცდელობის საპასუხოდ, სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.").[134][135] ამ დროს, კონსტიტუციის 121-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ გაცემულ ყველა ბრძანებას კანონის ძალა გააჩნია და კანონად ითვლება.[134] საგანგებო მდგომარეობა პარლამენტმა დააყმაყოფილა 21 ივლისს 346 ხმით, 115 წინააღმდეგ.[136] სამართლიანობის და განვითარების პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობას, ხოლო სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ და პრო-ქურთულმა პარტიამ წინააღმდეგ გამოვიდნენ. პრემიერ-მინისტრმაილდირიმმა პარლამენტში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საჭიროა: "რომ ქვეყანამ სწრაფად თავი დაეღწიოს ამ უბედურებას".[137]
ამავე დროს, ვიცე პრემიერ-მინისტრმა ქურთულმუშმა აღნიშნა, რომ თურქეთი დროებით წყვეტს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მოქმედებას, ამავე კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, როგორც საგანგებო მდგომარეობის ნაწილი.[138]
ბერძნული პატრული
20 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაქცეული თურქი სამხედრო კომანდოსი, რომლებიც მონაწილეობდნენ გადატრიალებაში, შეეცდება გადაკვეთონ საბერძნეთის საზღვარი კუნძულ სიმისთან, ეგეოსის სამხრეთში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საბერძნეთმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. გარდა ამისა, ბერძნულმა სანაპირო დაცვამ გაზარდა პატრულის რაოდენობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასაბერი ნავების და სხვა გემების ჯგუფი დათჩადან, თურქეთის ზღვის სანაპიროდან, დაიძრა სიმის მიმართულებით. ასევე ბერძნული პატრული აკონტროლებდა თურქული გემების მოძრაობებას, რომლებიც თურქეთის წყლებში დარჩნენ. გარდა ამისა, ბერძნული პოლიციის კონტინგენტი ჩავიდა სიმიზე, კუნძულის შემოწმების მიზნით. ათენი ამ დროის განმავლობაში ელოდა მეამბოხეების საბერძნეთში ჩასვლის შესაძლო მცდელობას და ამიტომ ამ ინფორმაციას სერიოზულად მიუდგა. პატრულირებაში თურქული F-16 საბრძოლო თვითმფრინავებიც ჩაერთნენ, ეგეოსის ზღვაში თურქეთის სანაპირო დაცვის გემების შესამოწმებლად. მოგვიანებით იმავე დღეს, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მეამბოხე ჯარისკაცები შესაძლოა "გაიტაცეს" გემი და აპირებენ გადასვლას საბერძნეთში.[139][140] საბერძნეთის შეიარაღებული ძალები გადატრიალების მთელი შემდეგომი პერიოდი სრულ მზადყოფნაში იმყოფება, მეამბოხეების შესაძლო საბერძნეთში გადმოსვლის გამო.[141]
ვიკილიქსი
ვიკილიქსმა განათავსა საიდუმლო თურქული ელექტრონული წერილების და დოკუმენტების ნაწილი საჯაროდ, როგორც პასუხი თურქეთის მთავრობის რეპრესიებზე, რომელიც მოჰყვა გადატრიალების მცდელობის შემდეგ. თავის მხრივ, თურქეთის სატელეკომუნიკაციო საბჭომ დაბლოკა ვიკილიქსი. 2016 წლის 17 ივლისს ვიკილიქსმა გამოაცხადა Twitter-ზე, რომ გაჟონა დაახლოებით 300,000 წერილი და 500,000-ზე მეტი დოკუმენტი, მათ შორის სგპ-ს.
წამების ფაქტები
Amnesty International-ის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებულებს არ აძლევენ ხელმისაწვდომ სამართლებრივი საბჭოს, ცემენ და აწამებენ, არ არის ადეკვატური საკვები, წყალი, ან სამედიცინო მომსახურება. მინიმუმ ერთი დაკავებული თვითმკვლელობა სცადა.[142][143][144]
გარდა ამისა, ერდოღანმა გაზარდა ეჭვმიტანილების მაქსიმალური პატიმრობის პერიოდი ოთხი დღიდან 30 დღემდე.[142][143]
შეცვლილი სახელები
გადატრიალების ჩაშლის აღსანიშნავად რამდენიმე ადგილს სახელი შეცვალეს, ესენია:
"Boğaziçi Köprüsü" (ბოსფორის ხიდი) -> "15 ივლისის გმირების ხიდი"
მიგრანტების რაოდენობა საბერძნეთის კუნძულებზე გაიზარდა
საბერძნეთის ხელისუფლებამ მიმართა საგანგებო ზომებს ეგეოსის კუნძულებზე, რათა შეამციროს მზარდი ლტოლვილთა ნაკადი თურქეთიდან, რიცხვი მიგრანტებისა და ლტოლვილების შესამჩნევად გაიზარდა გადატრიალების მცდელობის შემდეგ.[146]
აქცია გადატრიალების წინააღმდეგ
2016 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 5 მილიონი[147] ადამიანი შეიკრიბა გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო თურქეთის ხელისუფლების მიერ. ერდოღანის და ბინალი ილდირიმის გარდა აქციაზე მონაწილეობა მიიღეს თურქეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.[148][149][150]
რეაქციები
შიდა რეაქცია
თურქულ ოპოზიციურ პარტიებს შორის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) გაავრცელა განცხადება, სადაც საჯაროდ დაგმო გადატრიალება, ასევე თურქული გაზეთის „Hürriyet Daily News“ ინფორმაციით, თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის (MHP) ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი დაურეკა პრემიერ-მინისტრ ილდირიმს და გამოხატა თავისი თანადგომა[19] პრო-ქურთული პარტიის (HDP) თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "პარტია ყველა გარემოებაში და პრინციპულად წინააღმდეგია ყველა სახის გადატრიალების ...". პატარა პარტიები, როგორიცაა „მემარცხენე ნაციონალისტური სამამულო პარტია“, გამოთქვეს მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და გადატრიალებაზე პასუხისმგებელი აშშ და ფეთჰულაჰ გიულენი დაასახელეს. ქურთული სეპარატისტული ორგანიზაციის PKK, რომელიც თურქეთის და მისი მოკავშირეების მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მოუწოდა თავის მომხრეებს თავი შორს დაიჭირონ გადატრიალებისგან და დაიცვან თავისი მოსახლეობა, ხოლო კომუნისტური პარტია მოსახლეობას მოუწოდა თურქეთის მთავრობის დამხობისაკენ.[151]
ქვეყნების უმრავლესობამ გამოხატეს მხარდაჭერა ერდოღანისმთავრობა და თავშეკავებისკენ მოუწოდეს. 2016 წლის 16 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭომ შემოთავაზა გადატრიალების დასაგმობი განცხადება, თუმცა არ მიიღეს, განცხადების წინააღმდეგ ეგვიპტე გამოვიდა, რომელიც საბჭოს არამუდმივი წევრი, ტექსტური უთანხმოების გამო. რუსეთის ოპოზიციური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მხარი დაუჭირა გადატრიალების მცდელობას.[152] ამავე დროს, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი - იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა თურქეთს გადატრიალების შემდეგ.[153]
ევროკომისარი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა რომ, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობას გადატრიალების მცდელობამდე მომზადებული ჰქონდა დასაკავებელი პირების სია და ელოდა შესაფერის დროს.[154]
2016 წლის 19 ივლისს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესთმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბარაკ ობამასა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.[155]
2016 წლის 1 აგვისტოს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თურქეთს ეწვია და დაგმო გადატრიალების მცდელობა.[156]
მიზეზები
ნეოკონსერვატ[157]ამერიკის საწარმოო ინსტიტუტიდან (AEI) მაიკლ რუბინის თქმით, ერდოღანი თავადაა დამნაშავე გადატრიალებაში. თავისი ისლამისტური დღის წესრიგით, ერდოღანი ყურადღებას არ აქცევს ბევრ რამეს. 2013 წლისგეზი პარკის საპროტესტო აქციების შემდეგ, მან თურქეთის უპირატესად ქურთებით დასახლებული რაიონები გარდაქმნა საომარ ზონად, რომელიც უფრო უარეს დღეებშია 1980 წლიდან. ყველაზე დიდი პრობლემა, რუბინის მოსაზრებით, შეიძლება ყოფილიყო ერდოღანის საგარეო პოლიტიკა, მაგრამ იგი მოახერხა მეზობლებთან მშვიდი დოქტრინის შემოღება.[158]
ბრიტანელმა კორესპონდენტმა ახლო აღმოსავლეთში რობერტ პისკმა განაცხადა, რომ „ძალიან გვიანი იყო, როდესაც ერდოღანმა გააცნობიერა იმის ღირებულება, თუ რა როლი აირჩია თავის ქვეყნისთვის. ერთი საკითხია, რომ ბოდიშს მოიხდი პუტინისთვის და ურთიერთობებს მოაწესრიგებ ნეთანიაჰუსთან, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც შენ არ შეგიძლია ენდო შენს ჯარს და ამით არსებობს უფრო სერიოზული საკითხები, რაც კონცენტრირების საფუძველია.“ მაშინაც კი, თუ ეს გადატრიალება ვერ მოხერხდა, პისკი ელის კიდევ ერთ მცდელობას რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში.[159]
თურქმა პროფესორმა აქინ იუნვერმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აღწერა, როგორც "ამბოხი".[160]
თურქეთის მშვიდობის საბჭო
BBC თურქი ჟურნალისტის და მეცნიერის ეზგი ბაშარანის ცნობით, საბჭოს სახელი „ქვეყანაში მშვიდობის საბჭო“ - Yurtta Sulh Konseyi - გამომდინარეობს ათათურქის ცნობილი ფრაზიდან „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“.[161] აქვე ასევე აღნიშნულია, რომ მეამბოხეების განცხადება სამთავრობო ტელევიზიით შეიცავდა ათათურქის ცნობილ ფრაზებსაც, რომელიც მიმართებული იყო ახალგაზრდებისადმი.[161]
სამოქალაქო ჟურნალისტიკის საიტმა Bellingcat-მა გამოაქვეყნა ანალიზი მეამბოხეების WhatsApp შეტყობინებების, რომელიც შედგება მაღალი რანგის სამხედრო პირების მიმოწერისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ გადატრიალებაში. შეტყობინებები შეიცავდა ვიდეო კადრებსაც. ჯგუფის მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ ჯგუფს არავითარი კავშირის არ აქვს გიულენთან.[162]
დრო
გერმანული ისლამური კვლევების მეცნიერი რეინერ ჰერმანის ამტკიცებით, პუტჩისტები ცდილობდნენ აღკვეთონ ფართომასშტაბიანი წმენდა სასამართლო და სამხედრო სფეროში, რომლის განხორციელება უკვე შაბათს დაიწყო, გადატრიალების მცდელობამდე ერთი დღით ადრე. თურქი საგამოძიებო ჟურნალისტის აჰმედ შიქის თქმით, სია იმ პირების, რომლებსაც შეეხებოდა წმენდა, უკვე მზად იყო, რომელიც შეადგინა იზმირის გენერალურმა პროკურორმა, ოკან ბატომ და რომელიც დამთკიცებული იყო პრეზიდენტ ერდოღანის მიერ. მისი თქმით, ეს ვერსია არ აწყობდა პუტჩისტებს და ისინი სწრაფად მოაწყვეს გადატრიალების მცდელობა, სანამ დააპატიმრებდნენ მათ.[163]
„დადგმული გადატრიალების“ ბრალდება
გადატრიალების დროს და შემდეგ, რამდენიმე პოლიტიკოსმა ივარაუდა, რომ მთავრობამ იცოდა გადატრიალების შესახებ წინასწარ და შესაძლოა ჩაატარა. ის ფაქტები, რომ გადატრიალების მცდელობა დაიწყო საღამოს, ვიდრე უფრო არაშასამჩნევ დროს, ასევე მოვლენები დიდწილად შემოიფარგლებოდა ანკარასა და სტამბოლში, ხელი შეუწყო ეჭვს გადატრიალების მცდელობის რეალობაზე. ჟურნალისტები და ოპოზიციური პოლიტიკოსები ამბოხი შერაცხეს „ტრაგიკომედიად“ და „პიესად“.[164][165] ასეთი თეორიების მომხრეები აღნიშნეს, რომ ერდოღანმა ამ გზით ცდილობს მოიპოვოს პოპულარობა და მხარდაჭერა მისი მოწოდებებისკენ, აგრეთვე გახადოს ლეგიტიმური მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ოპოზიციის ჩახშობა.[166]
სხვა ელემენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს შეთქმულების თეორია არის: ამბოხებულებმა არ წარმოადგინეს მოთხოვნების სია გადატრიალების დროს, ორგანიზაციების და პოლიციის რეაგირება, დაპატიმრებულების ხანგრძლივი სიები, რომელიც საოცრად სწრაფად მზად იყო (მათ შორის დაპატიმრებული 2.745 მოსამართლეების და 2.839 ჯარისკაცების), და უაღრესად თვალსაჩინო გადატრიალების ბუნება.[167]
ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელიც ერდოღანმა დაადანაშაულა, როგორც შეთქმულების ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, განაცხადა, რომ „მე არ მჯერა, რომ მსოფლიოს სჯერა პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებების. არ არის გამორიცხული, რომ გადატრიალება დადგმულია და ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წამოვა დამატებითი ბრალდებები (გიულენისტების წინააღმდეგ)“.[168] ჟურნალისტი ჯენგიზ ჩანდარი, რომელიც ვეტერანი დამკვირვებელია თურქეთის გადატრიალებების, ამბობს: „მე არ მინახავს არც ერთი ამბოხი ასეთი მასშტაბების და ასეთი აუხსნელი დაუდევრობებით“.[169]
წინასწარი დაგეგმვის მტკიცებულება
ორგანიზაცია და სინქრონულად დიდი რაოდენობით მეჩეთებდან მოწოდებებისკენ გაშუქება შეუძლებელია, თუ არ არსებობს წინასწარი მომზადა, ჟურნალისტები ასევე მიუთითებენ, თუ როგორ შეუძლია ლოცვა სტრატეგიულად გამოიყენაოს ერდოღანმა პოლიტიკურ სიტუაციაში, აგრეთვე ეს არის შენიღბული თავდასხმა სახელმწიფო სეკულარიზმზე.[170]
ჩატარდა ათასობით დაპატიმრებები და რეპრესიები თურქეთის ხელისუფლების მიერ 2016 წლის 16-18 ივლისში. ასეთი დიდი რაოდენობის დაპატიმრებების შესრულება ასეთი სიჩქარით შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „თურქეთის მთავრობას ეს სიები უკვე მზად ჰქონდა“, როგორც აღნიშნა ეს იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სფეროში, 2016 წლის 18 ივლისს. ჰანმა ასევე განაცხადა, იმის გამო, რომ ეს სიები უკვე ხელმისაწვდომი იყო, მაშინ შესაძლებელია „გადატრიალება მომზადებული იყო“ და სიები უნდა გამოყენებული იყო „გარკვეულ ეტაპზე“.[171]
პუტჩისტების შესაძლო კავშირი ერდოღანთან
მეჰმეთ დიშლი, რომელიც განიხილება, როგორც გადატრიალების ბრძანების გამცემი და ვინც აწამებდა ჰულუსი აქარს, არის ძმა შაბან დიშლის, რომელიც მმართველი პარტიის (AKP) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია და ერდოღანის სანდო ადამიანია.[172][173][174]
მთავრობის შესაძლო მოტივები
სოციალური მედიის წევრებმა, გადატრიალების მცდელობა შეადარეს 1933 წლისრაიხსტაგის ხანძარს, რომელიც ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა როგორც საბაბი შეაჩეროს სამოქალაქო თავისუფლება და ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებებისთვის.[175] ჟურნალ Politico-ს კორესპონდენტმა რაიან ჰეითმა ივარაუდა, რომ გადატრიალება ერდოღანმა მოაწყო და ასე მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ მოაშოროს სამხედრო ოპონენტები და გაზარდოს თავის ძალაუფლება ქვეყანაზე.[175] Twitter გაზიარებული კომენტარები თურქულ წყაროზე დაყრდნობით, პარასკევის ღამის მოვლენებს აღწერდნენ როგორც „ყალბი გადატრიალება“, რომელიც ხელი შეუწყო „ყალბი დემოკრატიის მეომრებს“ (ანუ ერდოღანი). წყარომ აღნიშნა: „ალბათ მალე გაიმართება ვადამდელი არჩევნები, სადაც ის შეეცდება მოიპოვოს გარანტირებული ხმათა უმრავლესობა. ეს ალბათ იმის გარანტიას მისცემს, რომ კიდევ 10-15 წელი ავტორიტარული რეჟიმი იყოს, ანუ არჩეული დიქტატურა“.[175]
The New York Times ცნობით, თურქეთის ზოგიერთ მოქალაქეებს სჯერა, რომ გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო ერდოღანის მიერ, თავისი საჯარო იმიჯის და პოპულარობის გადაუმჯობესებლად, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლოდ და თავისი ძალაუფლების გასაფართოებლად.[176] გარკვეული თეორეტიკოსების ეჭვი გაუჩნდა იმიტომ, რომ მთავრობის არც ერთი ოფიციალური პირი არ დაუკავებიათ და ზიანიც არ აქვთ მიყენებული გადატრიალების მცდელობის დროს.[177][178][179] ისინი ფიქრობენ, რომ გადატრიალების უკან მთავრობა დგას.[180]
პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, განაცხადეს, რომ რეალურად იყო „სამოქალაქო გადატრიალება“, რომელიც ეფექტურად დაიდგა შეიარაღებული ძალების და სასამართლოს წინააღმდეგ, სადაც სავარაუდოდ ბევრი გიულენის მხარდამჭერი არის. სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ გადატრიალება გამოიყენება როგორც საბაბი შემდგომი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ოპოზიციის დარბევისთვის, არსებითად AKP-ს მიეცემა უფრო ფართო ძალაუფლება, რადიკალურ ისლამისტებს გაეხსნება გზა სახელმწიფო დაწესებულებებში, რომელიც ეწინააღმდეგება თურქეთის რესპუბლიკის სეკულარიზმის იდეებს.[181]
2016 წლის ივლისის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ თურქეთის სოციალური მედიის მომხმარებლებმა, რომლებიც მთავრობა დაადანაშაულეს გადატრიალების დადგმაში, მათ წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული: „უბრალოდ შეხედეთ ამ ხალხს, რომლებიც სოციალური მედიით ამბობენ, რომ ეს იყო თეატრი. პროკურორები უკვე იძიებენ მათ. მათი უმრავლესობა წააგებს, რომლებიც ფიქრობენ ეს დიდი პატივია, რომ მოკვდე ფეთჰულაჰ გიულენის ბრძანებით“.[182]
↑„1. Ordu Komutanı'ndan açıklama!“ [Explanation from the commander of the 1st Army !]. haber7.com (Turkish). 16 July 2016. ციტირების თარიღი: 15 July 2016.