თერმე (თურქ. Terme Çayı; ბერძ. Θερμώδων, Thermōdōn) — მდინარე თურქეთში. მდებარეობს ჩრდილოეთ თურქეთში, ორდუსა და სამსუნს შორის, წარმოადგენს თერმეს ოლქის საზღვარს. მდინარე მიედინება საზღვაო ქალაქ სამსუნის აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით და უერთდება შავ ზღვას. სიგრძე 35 კმ-ია, აუზის ფართობი კი 233 კმ².[1]. რეგიონი შედგება ნაყოფიერი და განმარტოვებული დაბლობებით. მაღალი მთები შეიმჩნევა სამხრეთით და აღმოსავლეთით. ბერძნულ მითოლოგიაში ლეგენდარული ამაზონების დედაქალაქი, თემისკირა, სწორედ მდინარე თერმზე მდებარეობდა.
სქოლიო