თებეს ნეკროპლისი — ვრცელი ნეკროპოლისი ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ლუქსორის პირდაპირ. იგი ძირითადად ახალი სამეფოს დროს გამოიყენებოდა. ეს ტურისტული არეალი 1979 წელს იუნესკომმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. გამოირჩევა ტაძრებითა და სამარხებით. კვლევები ჯერაც დაუსრულებელია და წარუმატებელია ეგვიპტის ხელისუფლების მცდელობა აღკვეთოს ქურდობა, რადგან ეს ტერიტორია საკმაოდ ვრცელია. დაუსრულებელი ტურისტული ნაკადები ხელს უშლის ძეგლის სათანადო უსაფრთხოებას. როგორც ეგვიპტის ანტიკვარიატის სამსახური ვარაუდობს, ნეკროპოლისში ნაპოვნ ნამარხთა დაახლოებით 20% გაუჩინარებულია ძირითადად ტურისტთა ხელით, მაგრამ მათი ჩანთების სისტემატიური კონტროლი შეუძლებელია, რადგან ტურიზმი რეგიონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.