თბილისის სააპელაციო სასამართლო — მეორე ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს საჩივრებს პირველი ინსტანციის (რაიონული (საქალაქო)) სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოზე.
ისტორია
2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისისა სააპელაციო სასამართლო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი თბილისის საოლქო სასამართლო.[1]
შენობა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისამართია თბილისში, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა[2].
სასამართლოს შენობა ოთხ სართულიანია. შენობა ფორმალურად დაყოფილია მოქალაქეთათვის განკუთვნილ და მოხელეთა სამუშაო სივრცეებად. შენობის მოქალაქეთათვის განკუთვნილი ნაწილი შედგება მისაღების, მოსაცდელისა და სხდომის დარბაზებისაგან.
სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოს შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია. სასამართლო სხდომის დარბაზები აღჭურვილია აუდიო ოქმის წარმოების, ვიდეოკონფერეციისა და ვიზუალური პრეზენტაციის სისტემებით.
სტრუქტურა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა მოსამართლე ვალერი ცერცვაძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოსამართლო კორპუსი შედება 3 პალატისა და 1 კოლეგიისაგან:
- სამოქალაქო საქმეთა პალატა;
- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
- სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
- საგამოძიებო კოლეგია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობს სასამართლოს მენეჯერი. სასამართლოს აპარატის სტრუქტურა შემდეგნაირია:
- თავმჯდომარის ბიურო;
- საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;
- კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები;
- მატერიალური უზრუნველყოფისა და სასამართლოს მანდატურის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაქმებული არიან იურისტები, თარჯიმნები, კურიერები, მძღოლები, პროგრამისტები და ა.შ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 40 მოსამართლე და დასაქმებული არის 201 საჯარო მოსამსახურე[3].
სასამართლო რეფორმა
თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად არის ჩართული სასამართლო რეფორმის პროცესში. სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა მომსახურების მაღალი ხარისხისა და იურიდიულ განათლების განვითარებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიქმნა შემდეგი პროდუქტები:
- სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)[4];
- სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა[5];
- საქართველოს სასამართლოების შიდა საინფორმაციო საიტი (ინტრანეტი);
- უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარი[6];
- ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოთა საკონტაქტო მონაცემების ცნობარი[7];
- ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი[8];
- საქართველოს სასამართლოები Google Map-ზე[9];
- საქართველოს სასამართლოები Facebook-ზე[10];
და ა.შ.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| უზენაესი სასამართლო | | |
---|
| სააპელაციო სასამართლოები | |
---|
| რაიონული (საქალაქო) სასამართლოები | |
---|
| |
|