თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1960–1970) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1964–1970). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ჩამოაყალიბა გუნდები: „დინამო“ და „კოლმეურნე“ (1970), თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა (1981). იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი (1985–1988), ქუვეითის კლუბების „ალ არაბის“ (1989–1990), „კლაბ ქუვეითის“ (1991–1992) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993–1994) მწვრთნელი.[3]
მისი ხელმძღვანელობით „ალ-არაბიმ" ქვეყნის თასი მოიგო (1990), „კლაბ ქუვეიტი" მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994).[1]
1970-იან წლებში ტრესტ „ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად მუშაობისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კახეთის სპორტულ ცხოვრებაში — მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე — სამთო-სათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები.[1]
თამაზ ანთაძემ, როგორც მოთამაშემ, მწვრთნელმა და სელექციონერმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.[4]
მიღწევები
საკლუბო
„ბურევესტნიკი“ თბილისი
01 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1962, 1964
02 საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1965, 1966, 1967
03 საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1963