თავისუფლების მოედანი (თბილისი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლების მოედანი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „თავისუფლების მოედანი (თბილისი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. თავისუფლების მოედანი (თბილისი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
თავისუფლების მოედანი

ზოგადი ცნობები
მდებარეობა: თბილისი
კოორდინატები: 41°41′36,2″N 44°48′5,3″E
ზომები (სკვერის გარეშე): 80×105 მ
საერთო ფართობი: 15 545.11 მ²
ფართობი (სკვერის გარეშე): 9 365.63 მ²
წარმოშობა: XIX ს. დასაწყისი
სამშენებლო ფენა: III

თავისუფლების მოედანი[1] — ქ. თბილისის ცენტრალური მოედანი, მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში. მოედანზე განთავსებულია ქალაქის თვითმმართველობის შენობა, ხოლო ცენტრში აღმართულია თავისუფლების მონუმენტიწმ. გიორგის ქანდაკება. მოედნიდან იღებენ სათავეს: რუსთაველის გამზ., პუშკინის, გ. ლეონიძის, გალაკტიონის, შ. დადიანისა და კ. აფხაზის ქუჩები.

მოედნის სახელი

მოედანმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. 1801 წლამდე დღევანდელი მოედნის მიდამო ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და გარეთუბანი ეწოდებოდა. ადგილობრივები იქაურობას შეშის მოედანს ეძახდნენ, იმის გამო, რომ ტფილისის მახლობელი სოფლებიდან ურმებით მოზიდულ შეშას ამ ადგილას ჰყიდდნენ. შემდეგ რუსულმა ადმინისტრაციამ მოედნის კუთხეში კავკასიის არმიის შტაბი ააშენა (ეს შენობა დღესაც დგას, „ქორთიარდ მერიოტსა“ და უნივერმაღ „თბილისს“ შორის). ამის გამო შეშის მოედანი შტაბის მოედნად მონათლეს. თუმცა შეშის მოედანი და შტაბის მოედანი არაოფიციალური სახელები იყო და, უბრალოდ, ხალხი ეძახდა ასე.

ოფიციალურად კი პირველად სახელი მოედანს 1828 წელს მიანიჭეს. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის სარდალს – ი. პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს მის პატივსაცემად „პასკევიჩ-ერივანსკი (ერევანსკი)“, ან შემოკლებით „ერივანსკი“ დაარქვეს. 1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლას შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს „თეატრალურს“ უწოდებდნენ. 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების ამბის შეტყობისთანავე ერივანსკის მოედანზე შეკრებილი რევოლუციური პარტიების ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ „ზაკფედერაციისა“ ჰქვია (ამიერკავკასიის სფსრ–ს შექმნის გამო, 1922-1940), 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან კი მოედანმა თავისუფლების სახელი დაიბრუნა. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი — „თავისუფლების მოედანი“.[2]

ისტორია

„ერივანსკის“ მოედანი 1862 წელი

თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. მოედანი არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთ მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც დღეს ლესელიძის ქ. ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი კარიბჭე – „კოჯრის კარი“ იყო. აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ რუსთაველი გამზირის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი ლეონიძის ქუჩის გაყოლებით. მინდორს სოლოლაკის ხევი (გვიანდელი „ავანანთხევი“) კვეთდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ. ეს მდინარე კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით 1840-იან წლებში აგურის კოლექტორით გადახურეს, გადახურული ადგილი მოასწორეს და მასზე, ვორონცოვისავე მითითებით, მთელს კავკასიაში პირველი ოპერა ააშენეს.

ზუბალაშვილის სასტუმრო, „ერივანსკის“ მოედანი XIX ს. ბოლო

XIX ს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოთ მხარეზე დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, XVII ს. მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას. ვახუშტის და XVIII ს. 80-იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებითაა გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლის და მამასახლისის ბაღები, ხოლო პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე მეფის და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც იგი „ბეჟანის ქარვასლას“ უწოდებს. იგი დაახლოებით იქ იდგა, სადაც ქალაქის თვითმართველობის შენობა.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX ს. პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, ერთი–ორი ნაგებობის გარდა, XIX ს. არის ჩამოყალიბებული და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის. ადრინდელ შენობათაგან ჩვენამდე მოაღწია 1824-1825 წლებში აგებულმა კავკასიის კორპუსის შტაბმა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობამ (ორივე ადრეული რუსული კლასიციზმი). ამათგან პირველი აიგო როგორც „საქალაქო სახლი“ (1829 წელს საათიც კი დაამონტაჟეს)[3], უკანასკნელი კი თავდაპირველად 1825 წელს აიგო, როგორც სასტუმრო „პალასიიაკობ ზუბალაშვილის მიერ, ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა სასულიერო სემინარიის განსათავსებლად.

ქალაქის თვითმმართველობის შენობა (ამჟამად საკრებულო), „ერივანსკის“ მოედანი XIX ს. ბოლო

მოდნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის სწვრივად ერთ–ორ სართულიანი სახლები აშენდა, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ჰქონდა. ერთ ასეთ სახლში, რომელიც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა, 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. ეს სახლები XIX ს. მეორე ნახევარში სხვა ნაგებობემა შეცვალა, რომელთა დიდმა ნაწილმა დღემდე მოაღწია. იმ ადგილას, სადაც ახლა მცირე სკვერია, XIX ს. პირველ ნახევარში და შემდგომაც გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი იყო, კვირაობით კი დიდი ბაზრობა იმართებოდა. 1885 აქ ხეივანი გაშენდა, რომლის ნაწილი დღესაც არსებობს. ხეივანში ა. პუშკინის ბრინჯაოს ბიუსტი მოქანდაკე რ. ხუდოროვიჩმა დადგა 1890 წელს, ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე, სკვერი კი დღეს პუშკინის სახელს ატარებს.

გრანდ ოტელი „კავკაზი“, XIX ს. ბოლო

1830–იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ სადაც ადრე „ბეჟანის ქარვასლა“ იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა, პოლიცმეისტერის კანცელარიით. შენობას სახანძრო-სამეთვალყურეო დანიშნულების კოშკი ედგა[4]. 1878-1879 წწ შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა და გადმოვიდა „საქალაქო სახლი“ (შესაბამისად საათიც გადმოიტანეს). 1847-1851 წწ გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი ნაწილი (ლეონიძის ქ. და მოედანი) ეს გამოწვეული იყო ამავე წლებში მოედანზე თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობის აგებით (იტალიური კლასიციზმი; არქ. ჯოვანი სკუდიერი). 1874 წელს ხანძრის შემდეგ აღადგინეს მარტო ქარვასლა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს მოედანზე კამოს ძეგლი დადგეს, რომელიც მალევე აიღეს. 1930-იან წლებში მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რამაც იმსხვერპლა ქარვასლის შენობაც (1934 წ.). აღებული ქარვასლის ადგილას უნდა აგებულიყო მარმარილოს ტრიბუნა და ტრიბუნის შუაგულში ლენინის ქანდაკება. პროექტის თანახმად ლენინის ძეგლი სახით დღევანდელი საკრებულოს შენობისკენ და ზურგით პუშკინის სკვერისაკენ უნდა მდგარიყო. 1934 წელს მოედნის ჩრდილოეთით მარმარილოს ტრიბუნა კი ააგეს, მაგრამ ძეგლი არ დაუდგამთ.

1950-იანი წლებისათვის მარმარილოს ტრიბუნაც მოშალეს. 1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ვ. ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქოტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შ. ყავლაშვილი). ძეგლმა 1991 წლამდე იარსება, შემდეგ ის პარადულად ხალხის თანდასწრბით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა. 1967 წელს მოედნის ქვეშ ამოქმედდა ამავე სახელწოდების მეტროსადგური.

1991 წელს ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი. 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის დროს მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. 1992 წელსვე გამოცხადდა საავტორო უფლებების მოსაპოვებელი არქიტექტურული კონკურისი დანგრეული კვარტლის რეკონსტრუქციაზე. რომელიც განხორციელდა კიდეც 1999 წლიდან 2 საცხოვრებელი სახლის აშენებით (ლეონიძის ქ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კორპუსის რეკონსტრუქციით (არქ. გიორგი გეგეშიძე). თუმცა იმავე წელსვე გამოცხადდა ახალი კონკურსი უკვე მრავალფუნქციურ ნაგებობაზე, უშუალოდ მოედნის მიმდებარედ[5]. შედეგად 2002 წ. მოედანზე გაიხსნა ახალი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, საკმაოდ მონუმენტური მრავალფუნქციური შენობის სახით.

2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის 40 მეტრიანი ქანდაკებ (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი). მისი აღმართვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იანიციატივა იყო, 27 ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკება, რომელზეც ორი კგ. ოქრო დაიხარჯა, ავტორის საჩუქარია ქალაქისთვის.

არქიტექტურა

თბილისის მერია, 2007

მოედნის არქიტექტურა ყალიბდებოდა (და ახლაც ყალიბდება) ორი საუკუნის მანძილზე, შესაბამისად ის ერთდროულად ეკლეკტურიცაა და არათანადროულიც. მოედანზე ერთი-მეორის პირდაპირ დგას XIX ს. ისტორიულ სტილებში გადაწყვეტილი შენობები, XX ს. სტალინისტური არქიტექტურისა და ბოლოდროინდელი თანამედროვე ქართული არქიტექტურის პირმშოები. თავად მოედნის ფორმა და ანსამბლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. „ერივანსკის“ მოედანზე ხევის არსებობის ხანაში, ის პრაკტიკულად ორად იყო გაყოფილი. უფრო სწორად კი მოედანი რეალურად 1824-1825 წწ აგებული „საქალაქო სახლის“ (მოგვიანებით „კავკასიის კორპუსის შტაბი“) წინ ჩამოყალიბდა (დღევანდელი პუშკინის სკვერის ტერიტორია). იგი სამი მხრიდან მოშენებული იყო, ხოლო სამხრეთიდან ხევი საზღვრავდა, რომელიც მოგვიანებით თეატრის შენობამ ამოავსო. შედეგად თეატრსა და საქალაქო პოლიციის შენობას შორის გაჩნდა ახალი მოედანი, რომელსაც უწოდებდნენ სწორედ „თეატრალურს“. უკვე 1934 წ. როდესაც დამწვარი თეატრის შენობა აიღეს მოედანი გაერთიანდა და შეიქმნა ის ურბანული სივრცე, რომელსაც დღეს უკვე – „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია.

მოედანს არასწორი ტრაპეციის ფორმა აქვს, რომელიც ჩრდილოეთით სკვერში იზრდება. განაშენიანების სიმაღლე არათანაბარია და მკვეთრად მომატებულია მოედნის ახალ მოშენებაში (ძვ. შენობებთან შედარებით). კომპოზიციურად მოედნის წამყვანი ნაგებობაა ქალაქის თვითმართველობის შენობა (აგებული 1830-იანებში, გადაკეთებული 1878-1882 და 1910-1912 წწ; გეგმები ოზეროვისა, ფასადი შტერნისა), შენობის სტილი ე.წ. „ეგზოტიკურია“[6], უფრო ზუსტად ფსევდო-მავრიტანული[7]. მისი სივრცით-მოცულობითი კომპოზიცია (კოშკის გამო), მას მოედანზე გაბატონებულ როლს ანიჭებს. თუმცა ყველაზე მაღალი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა შენობა მოედანზე არის სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“. თავისი თეთრი ფასადით, ეს ისედაც მონუმენტური 9 სართულიანი შენობა, საკმაო ყურადღებას იპყრობს. ნეოკლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი, კოლოსალური ორდერითაა დამუშავებული და ფრონტონებითა და მანსარდის სართულით მთავრდება.

ყველაზე ძველი შენობაა ყოფილი კავკასიის კორპუსის შტაბი, აგებული გვიანი რუსული კლასიციზმის სტილში. ამავე სტილის ნიმუშია დღევანდელი ხელოვნების სახ. მუზეუმის შენობა (არქ. ბერნადაცი, 1825 წ.), რენესანსისა და ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების მიბაძვითაა აგებული ქალაქის მერიის განაპირა საცხოვრებელი სახლები (ორივე XIX ს.). ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ინტერიერი გააჩნია მოედნის აღმოსავლეთით მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობას, რომელიც არსებითად ფსევდო-რენესანსის სტილის, „თბილისის ომის“ დროს დამწვარი კუთხის სახლის გაგრძელებას წარმოადგენს (XIX ს.). მის გვერდითაა სტალინისტური არქიტექტურის ორი 5 სართულიანი შენობა (XX ს. 30 წწ). სკვერს მიღმა იყო ყოფილი ცეკავშირის მაღლივი შემინული შენობა (1971; არქ. გ. მელქაძე, ნ. ქვარცხავა; ახლა დანგრეულია და აღარ არსებობს[8]) და არის საცხ. სახლი რუსთაველის გამზ. №1-ში (არქ. ა. ქურდიანი), მისი რუხი ფასადი, ასევე კოლოსალური ორდერით დამუშავებული, ბაროკოულ-რენესანსულ ეკლეკტიკაშია შესრულებული.

მოედნის ცენტრში დგას 44 მ სიმაღლის თავისუფლების მონუმენტი (ავტორი – ზურაბ წერეთელი), რომელიც მოედნის ანსამბლში მთავარ აქცენტს ქმნის.

საინტერესო ცნობები

ფოტოგალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ყოფილი – "ლენინის მოედანი";
  2. ელისაშვილი, ალექსანდრე, „თავისუფლების მოედანი“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 12/02/2011
  3. საათის კოშკი დღემდე შემორჩენილია შენობაზე (საათის გარეშე);
  4. ამ შენობის აქ განთავსება სავარაუდოდ იმით იყო გამოწვეული, რომ მაშინდელ ქალაქს – „კალას“, ზევიდან უყურებდა კოშკი;
  5. კონკურსი მოითხოვა ახალმა მეპატრონე–დამკვეთმა „ოტელ–თბილისმა“;
  6. ასე ეძახდნენ მავრიტანულ სტილს რუსეთის იმპერიაში;
  7. სტილს ქმნის მხოლოდ მორთულობა – ფასადი, ხოლო გეგმარება სტილთვის უცხოა;
  8. თბილისი უიღბლო ქალაქია. liberali.ge. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021
  9. „სააკაშვილის თქმით, ბუში საქართველოს დახვედრით "განცვიფრებულია"“ – "სივილ ჯორჯია" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. / 2005-05-10 09:59:57;

Read other articles:

Henry KolkerKolker, c. 1910LahirJoseph Henry Kolker(1874-12-13)13 Desember 1874Quincy, Illinois, Amerika SerikatMeninggal15 Juli 1947(1947-07-15) (umur 72)Los Angeles, California, Amerika SerikatPekerjaanPemeranSutradaraTahun aktif1914–1947Suami/istriMargaret Bruenn (1926–1947; kematian Bruenn)Lillian Carroll (?-1926)(bunuh diri pada 1935)[1] Joseph Henry Kolker (13 November 1874[2] [beberapa sumber menyebut 1870] – 15 Juli 1947) adalah seorang pemeran film da...

 

Cinta DameDesaGapura selamat datang di Desa Cinta DamaiNegara IndonesiaProvinsiSumatera UtaraKabupatenSamosirKecamatanSimanindoKode pos22395Kode Kemendagri12.17.01.2009 Luas... km²Jumlah penduduk... jiwaKepadatan... jiwa/km² Cinta Dame adalah salah satu desa yang berada di Kecamatan Simanindo, Kabupaten Samosir, Provinsi Sumatera Utara, Indonesia. Pranala luar (Indonesia) Keputusan Menteri Dalam Negeri Nomor 050-145 Tahun 2022 tentang Pemberian dan Pemutakhiran Kode, Data Wilayah Admin...

 

2005 single by Slipknot The NamelessSingle by Slipknotfrom the album 9.0: Live ReleasedNovember 1, 2005RecordedAugust 22, 2005VenueHouse of Blues (Las Vegas)Length3:44LabelRoadrunnerSongwriter(s) Shawn Crahan Chris Fehn Paul Gray Craig Jones Joey Jordison Jim Root Corey Taylor Mick Thomson Sid Wilson Producer(s)Joey JordisonSlipknot singles chronology Before I Forget (2005) The Nameless (2005) The Blister Exists (2006) Music videoThe Nameless on YouTube The NamelessSong by Slipknotfrom the a...

British philosopher and theologian (1659–1708) Lady Masham redirects here. For other people named Lady Masham, see Baroness Masham. Damaris MashamBornDamaris Cudworth(1659-01-18)18 January 1659Cambridge, EnglandDied20 April 1708(1708-04-20) (aged 49)London, EnglandNationalityEnglishOther namesLady MashamSpouse(s) Sir Francis Masham, 3rd Bt ​ ​(m. 1685)​Era17th-century philosophyRegionWestern philosophySchoolCambridge PlatonistsMain interestsChris...

 

Antipsychotic medication SultoprideClinical dataTrade namesBarnetil, Barnotil, TopralAHFS/Drugs.comInternational Drug NamesRoutes ofadministrationOral, IMATC codeN05AL02 (WHO) Legal statusLegal status BR: Class C1 (Other controlled substances)[1] In general: ℞ (Prescription only) Pharmacokinetic dataElimination half-life3–5 hoursIdentifiers IUPAC name N-[(1-ethylpyrrolidin-2-yl)methyl]-5-ethylsulfonyl-2-methoxybenzamide CAS Number53583-79-2 NPubChem C...

 

Swedish admiral (1641/2–1714) Hans WachtmeisterHans Wachtmeister by David Klöcker EhrenstrahlBorn(1641-12-24)24 December 1641Stockholm, SwedenDied15 February 1714(1714-02-15) (aged 72)Stockholm, SwedenBuriedRiddarholmen Church, StockholmAllegiance SwedenService/branchNavyYears of service1666-1714RankGeneral admiralSpouse(s) Sofia Lovisa von Ascheberg ​ ​(m. 1685)​Children7 Hans Wachtmeister (1641–1714) Hans Wachtmeister af Johannishus, (3 Janu...

B

  此條目介紹的是拉丁字母中的第2个字母。关于其他用法,请见「B (消歧义)」。   提示:此条目页的主题不是希腊字母Β、西里尔字母В、Б、Ъ、Ь或德语字母ẞ、ß。 BB b(见下)用法書寫系統拉丁字母英文字母ISO基本拉丁字母(英语:ISO basic Latin alphabet)类型全音素文字相关所属語言拉丁语读音方法 [b][p][ɓ](适应变体)Unicode编码U+0042, U+0062字母顺位2数值 2歷史發...

 

Head of government of the Philippines from 1978 to 1986 Prime Minister of the PhilippinesPunong Ministro ng PilipinasSeal of the prime minister (1981–1986)Salvador LaurelLast prime minister of the PhilippinesStylePrime Minister(informal)The Honourable(formal)His Excellency(formal, diplomatic)StatusHead of government (abolished)Member ofCabinetNominatorThe PresidentAppointerThe President(1899)Batasang Pambansawith members' advice and consent (1978-1986)PrecursorOffice established (pre-1899)P...

 

33rd season in franchise history 1985 Indianapolis Colts seasonOwnerRobert IrsayGeneral managerJim IrsayHead coachRod DowhowerHome fieldHoosier DomeResultsRecord5–11Division place4th AFC EastPlayoff finishDid not qualify ← 1984 Colts seasons 1986 → The 1985 Indianapolis Colts season was the 33rd season for the team in the National Football League (NFL) and second in Indianapolis. The Colts finished the year with a record of 5 wins and 11 losses, and fourth in the ...

Small nucleolar RNA Z152/R70/R12/Predicted secondary structure and sequence conservation of snoZ152IdentifiersSymbolsnoZ152RfamRF00350Other dataRNA typeGene; snRNA; snoRNA; CD-boxDomain(s)EukaryotaGOGO:0006396 GO:0005730SOSO:0000593PDB structuresPDBe In molecular biology, Small nucleolar RNA Z152 (homologous to R70 and R12) is a non-coding RNA (ncRNA) molecule which functions in the modification of other small nuclear RNAs (snRNAs). This type of modifying RNA is usually located in the nucleol...

 

1957 film by Norman Taurog The Fuzzy Pink NightgownFilm posterDirected byNorman TaurogScreenplay byRichard Alan SimmonsBased onThe Fuzzy Pink Nightgown1956 novelby Sylvia TateProduced byRobert WaterfieldStarringJane RussellCinematographyJoseph LaShelleEdited byArchie MarshekMusic byBilly MayDistributed byUnited ArtistsRelease dates August 21, 1957 (1957-08-21) (Los Angeles) November 1, 1957 (1957-11-01) (United States) Running time87 minutesCountryUnited ...

 

内華達州 美國联邦州State of Nevada 州旗州徽綽號:產銀之州、起戰之州地图中高亮部分为内華達州坐标:35°N-42°N, 114°W-120°W国家 美國建州前內華達领地加入聯邦1864年10月31日(第36个加入联邦)首府卡森城最大城市拉斯维加斯政府 • 州长(英语:List of Governors of {{{Name}}}]]) • 副州长(英语:List of lieutenant governors of {{{Name}}}]])喬·隆巴爾多(R斯塔...

Vehicle and trailer coupling This article is about haulage. For other uses, see Drawbar (disambiguation). This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (January 2015) (Learn how and when to remove this message) Look up drawbar in Wiktionary, the free dictionary. A large ballast tractor pulling a load using a drawbar General duty tow hitch from VBG on a truck...

 

此条目序言章节没有充分总结全文内容要点。 (2019年3月21日)请考虑扩充序言,清晰概述条目所有重點。请在条目的讨论页讨论此问题。 哈萨克斯坦總統哈薩克總統旗現任Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев卡瑟姆若马尔特·托卡耶夫自2019年3月20日在任任期7年首任努尔苏丹·纳扎尔巴耶夫设立1990年4月24日(哈薩克蘇維埃社會主義共和國總統) 哈萨克斯坦 哈萨克斯坦政府...

 

American musician (born 1942) For other people named Brian Wilson, see Brian Wilson (disambiguation). Brian WilsonWilson during the Beach Boys' 2012 reunion tourBackground informationBirth nameBrian Douglas WilsonBorn (1942-06-20) June 20, 1942 (age 81)Inglewood, California, U.S.OriginHawthorne, California, U.S.GenresRockpopOccupation(s)Musiciansingersongwriterrecord producerInstrument(s)VocalskeyboardsbassYears active1961–presentLabelsCapitolBrotherRepriseCaribouCBSSireGiantNonesuchWa...

American think tank This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: Political Research Associates – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2023) (Learn how and when to remove this message) Political Research AssociatesFounded1981; 43 years ago (1981) (as Midwest Research, Chicago)1987 (1987) (as PRA)FounderJean V. Ha...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Gotico (disambigua). Schema delle caratteristiche principali dell'architettura gotica Facciata, campanili, guglie della Cattedrale di Notre-Dame a Parigi Interno di Saint-Etienne a Caen. Il gotico è uno stile artistico e architettonico che nasce, da un punto di vista geografico, nella regione intorno a Parigi per poi diffondersi in tutta l'Europa diventando caratteristico dei secoli XIII-XV (secoli di maggiore diffusione della pes...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أبريل 2019) بيت رينولدز معلومات شخصية الميلاد 14 سبتمبر 1885   وودستوك  الوفاة 26 ديسمبر 1951 (66 سنة)   أونيدا  مواطنة الولايات المتحدة  الحياة العملية المدرسة الأم...

Hungarian fencer The native form of this personal name is Garay János. This article uses Western name order when mentioning individuals.Jànos GarayPersonal informationNationalityHungarianBorn23 February 1889Budapest, HungaryDied21 April 1945(1945-04-21) (aged 56)Mauthausen-Gusen concentration camp, AustriaSportSportFencing, sabreClubNemzeti Vívó ClubTisza István VívóklubAchievements and titlesOlympic finals1924, 1928 Medal record Men's fencing János Garay (23 February 1889 �...

 

Species of coffee plant Coffea racemosa Coffea racemosa berries Conservation status Near Threatened  (IUCN 3.1)[1] Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Eudicots Clade: Asterids Order: Gentianales Family: Rubiaceae Genus: Coffea Species: C. racemosa Binomial name Coffea racemosaLour. (1790) Synonyms Cofea ramosa J. J. Roemer & J. A. Schultes (1819)Coffea mozambicana DC. (1830) Coffea swynnertonii S. Moore (1911) Coffea ...